| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ნუგზარ კერესელიძე უკრაინაში საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკურ კონფერენციაზე იმყოფებოდა.
ხარკოვის რადიოელექტრონიკის ნაციონალურ უნივერსიტეტში მესამე საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენცია გაიმართა თემაზე: „კომპიუტერული და ინფორმაციული სისტემები და ტექნოლოგიები".
სასესიო სხდომაზე, „ინფორმაციული სისტემებისა და ტექნოლოგიების პროექტირება, დანერგვა და ექსპლუატაცია“, ნუგზარ კერესელიძე წარსდგა მოხსენებით : „ინფორმაციული ომის ინფორმაციული სისტემის პროექტირების შესახებ“ ("About Designing Information System of Information Warfare"). ბატონი ნუგზარის მოხსენებამ კონფერენციის მონაწილეთა შორის დიდი ინტერესი გამოიწვია.
აღსანიშნავია, რომ ბატონ ნუგზარს შეხვედრები ჰქონდა ხარკოვის რადიოელექტრონიკის ნაციონალური უნივერსიტეტის ხელმძღვანელ პირებთან, რის შემდეგაც მასპინძელი უნივერსიტეტის მხრიდან სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობის სურვილი გამოიკვეთა.
იხილეთ ფოტოები
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
მასწავლებლებისთვის - საგნის გამოცდაზე რეგისტრაცია 20 ოქტომბრიდან იწყება
„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი - მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“
„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი
„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი - მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“
„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე
„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს