| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

„ქართული ქართველთ რწმენაა“ - მუხრან მაჭავარიანის ეს სიტყვები გასდევდა მოტივად მბროლაურის მუნიციპალიტეტის ველევის საჯარო სკოლაში ქართული ენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას.
სკოლის პედაგოგის ეკატერინე ჭიჭინაძის ინფორმაციით ღონისძიება მოამზადა ქართული ენისა და ლიტერატურის სერთიფიცირებულმა მასწავლებელმა ირმა მაცაბერიძემ. მოსწავლეებმა გამომეტყველებით წაიკითხეს ქართული ენისადმი მიძღვნილი ლექსები; გაიხსენეს და გაგვახსენეს გამოჩენილ ადამიანთა გამონათქვამები ქართული ენის შესახებ.
მეშვიდე -მერვე კლასის მოსწავლეებმა ანი და ლუკა არდიებმა ამ დღისათვის ქართული ენის და ლიტერატურის სერთიფიცირებული მასწავლებელ ეკატერინე ჭიჭინაძის ხელმძღვანელობით მოიპოვეს ცნობები ქართული დამწერლობის დასაბამის შესახებ, მოამზადეს სლაიდშოუ და საინტერესო პრეზენნტაცია შესთავაზეს მეგობრებსა და დამსწრე საზოგადოებას.
პატარა მკვლევარები იმდენად დაინტერესდნენ, რომ აპირებებენ უფრო ღრმად შეისწავლონ საკითხი, გაეცნენ ზურაბ ქაფიანიძის ნაშრომს შუმერების შესახებ და გიორგი კვაშილავა ინფორმაციას ფესტოსის დისკოს შესახებ.
იხილეთ ფოტოები:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
რომელ რეგიონში რამდენი მანდატურის ვაკანსია გამოცხადდა - ჩამონათვალი
15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„დიდი მადლობა ბატონ ლევან გვეტაძეს ყურადღებისთვის“