სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ოფშკვითის საჯარო სკოლაში ქართული ენის კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა აქტივობა გაიმართა
17-04-2019
-
+


ქართული ენის კვირეულის ფარგლებში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ოფშკვითის საჯარო სკოლაში სხვადასხვა აქტივობა განხორციელდა. 

კვირეულის პირველ დღეს კლასებმა წარმოადგინეს დედა ენისადმი მიძღვნილი საინტერესო პოსტერები. შემდგომ, ჩატარდა ლექსის საჯარო კითხვა-კონკურსი, რომელშიც გაიმარჯვეს ლილე კვერნაძემ და ილია ინანეიშვილმა. ასევე, მოსწავლეებმა ჟიურის წინაშე  წარმოადგინეს კალიგრაფიის ნაშრომები. საუკეთესო იყო ნატა კვერნაძისა და სალომე  ფუთურიძის ნაწერები.

გარდა ამისა, სკოლის მოსწავლეებმა წარმოადგინეს ვიდეოპოეზიისა და ანიმაციის  ნიმუშები. საუკეთესო ანიმაცია წარმოადგინა მე-9 კლასის მოსწავლე თორნიკე ნუცუბიძემ, ხოლო საუკეთესო ვიდეოპოეზია მერვეკლასელმა ნინი ფხაკაძემ. ასევე, დაწყებითი კლასების კათედრის ორგანიზებით მოეწყო ლიტერატურულ-მუსიკალური  კომპოზიცია. 

სკოლის წარმომადგენლის ცნობით, დასკვნით ღონისძიებად სკოლაში მოეწყო ლიტერატურული „რა?სად?როდის?“ თამაში.

დაწყებით საფეხურზე თამაშის გამარჯვებული გახდა მე-6 კლასის (დამრიგებელი: მურთაზ დათიაშვილი) გუნდი „სიტყვის კონა“, ხოლო საბაზო საფეხურზე - მე-9 კლასის (დამრიგებელი: თამარ კობეშავიძე) გუნდი ,,იდიომა“. 

იხილეთ ფოტოები 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

etaloni.ge-ს წყარო უამბობს, რომ ფიზიკური კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როდესაც დირექტორმა ეკატერინე წამალაშვილისთვის ტელეფონის გამორთმევა სცადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

მოსწავლეებმა ბევრი იაქტიურეს და დრო მეტად ნაყოფიერად გაატარეს

„მთავარია, უკეთესი მომავლის იმედი გვქონდეს“ - ზურაბ ნეფარიძე, შუქრუთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი

„სიამაყითა და დიდი სიხარულით ვულოცავთ ჩვენს გუნდს ღირსეულ ასპარეზობას!“
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება