სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სიმონ ჯანაშიას თქმით, თუ აბიტურიენტების ნაწილი მომავალ წელს გადაწყვეტს ჩაბარებას, ნაკადი გაიზრდება და უმაღლესში მოხვედრა რთული იქნება
29-03-2019
-
+


2019 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრირებული აბიტურიენტების სიმცირეს დაანონსებულ სიახლეებს ნაკლებად უკავშირებს განათლების ექსპერტი სიმონა ჯანაშია და etaloni.ge-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ უმაღლესში ჩაბარების მსურველთა რაოდენობა მინისტრების განცხადებებით არ იცვლება.

„ჯერ ადრეა ამის შეფასება, თანაც, არ ვიცით ერთი კვირით ადრე შარშან რამდენი აბიტურიენტი იყო დარეგისტრირებული. თუ ეს განსხვავება დიდია, შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ ადამიანებს ან საკმარისი ინფორმაცია არ აქვთ ან თავად რეგისტრაციის პროცესი არ მუშაობს ისე, როგორც უნდა მუშაობდეს, რადგან უნივერსიტეტში სწავლის მსურველების რაოდენობა მინისტრების განცხადებების მიხედვით არ იცვლება“, - აღნიშნავს სიმონ ჯანაშია.

მისივე თქმით, თუ აბიტურიენტები მართლაც ფიქრობენ, რომ მომავალ წელს უფრო მარტივად ჩააბარებენ, ცდებიან, რადგან, რაც უფრო მეტია უმაღლესში ჩაბარების მსურველი, მით უფრო მაღალია კონკურენციაც.

„ერთი წელი მოიცადოს ნახევარზე მეტმა აბიტურიენტმა, რომ მომავალ წელს უფრო მარტივად ჩააბაროს? - არ მგონია. შეიძლება, ვიღაც ასე მართლა ფიქრობს, თუმცა, შემდეგ წელს ერთ-ნახევარი ნაკადი იქნება და უფრო მარტივი აღარ იქნება, პირიქით გართულდება. მგონია, უფრო ინფორმაციის ნაკლებობა შეიძლება იყოს, რადგან არ არიან გარკვეულნი რა პრინციპით ბარდება წელს გამოცდა. მეორე, შესაძლოა, რაღაცა ლოჯისტიკური პრობლემა არის შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში სიახლეების გამო. თუმცა, არ არის გამორიცხული, ბოლო დღეებში დარეგისტრირდეს ყველა, ვისაც გამოცდაზე გასვლა უნდა“, - განაცხადა ჯანაშიამ.

ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, მარიამ გერსამიამ განაცხადა, რომ აბიტურიენტების დიდი ნაწილი წელს გამოცდაზე არ გავა, რადგან გაისად გამარტივებული წესით ურჩევნიათ გახდნენ სტუდენტები. თავად აბიტურიენტების ნაწილიც ღიად ამბობს, რომ გაჟღერებული სიახლეების გამო, რომელის მიხედვითაც მომავალ წელს, ზოგადი უნარების გამოცდა სავალდებულო აღარ იქნება და აბიტურიენტებს 4 სავალდებულო საგნის მაგივრად, 3 საგნის ჩაბარება მოუწევთ, ურჩევნიათ, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მომავალ წელს გავიდნენ.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრში კი ამბობენ, რომ რეგისტრაციის პროცესში აბიტურიენტების სიმცირესთან დაკავშირებით საუბარი არამართებულია, ვინაიდან ბოლო წლების მიხედვით, აპლიკანტების ძირითადი ნაწილი რეგისტრაციის ბოლო დღეს აქტიურდებიან. ცენტრის ცნობითვე, 2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დაანონსებული სიახლე არც გამოცდის „გამარტივებას“ და არც „გართულებას“ არ გულისხმობს. 27 მარტის მონაცემებით, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია 19 200-ზე მეტ აბიტურიენტს აქვს გავლილი.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

40 ახალი კადრის შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა - განაცხადის ფორმა, ვადები და სხვა დეტალები ცნობილია

თემურ ლენგი, კეისარი და პომპეუსი ისტორიის ეროვნულ გამოცდაზე - აბიტურიენტები ტესტირების სირთულეს აფასებენ

მასწავლებელთა საგამოცდო ტესტები კიდევ ერთ საგანში ცნობილია

საგამოცდო სესიაზე დაგვიანებით 5 აპლიკანტი მივიდა - ცნობილია, რამდენი რეგისტრირებული არ გამოცხადდა გამოცდაზე 

პიროვნება

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

ნახევარფინალში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონიდან წარდგა 28 სკოლა

2026 წლის სექტემბრიდან სკოლა მიიღებს რობოტიკის სწავლებისთვის საჭირო თანამედროვე ტექნოლოგიურ აღჭურვილობას

„ვულოცავთ, ქალბატონ ირინეს ამ მნიშვნელოვან წარმატებას და ვუსურვებთ ახალ მიღწევებს!“

საინტერესო
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება