სიახლეები
სიახლეები

„აბიტურიენტების დიდი ნაწილი წელს გამოცდაზე არ გავა, რადგან გაისად გამარტივებული წესით ურჩევნიათ გახდნენ სტუდენტები“ - მარიამ გერსამია
26-03-2019
-
+


ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციის დაბალი აქტივობა, შესაძლოა, დაანონსებულ სიახლეებს უკავშირდებოდეს, რომლის მიხედვითაც მომავალ წელს აბიტურიენტებს 4-ის მაგივრად 3 სავალდებულო გამოცდის ჩაბარება მოუწევთ.

ამის შესახებ ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი მარიამ გერსამია სოციალურ ქსელში წერს, რომელსაც etaloni.ge უცვლელად გთავაზობთ:

„განათლების სამინისტრომ აბიტურიენტების რეგისტრაციის უპრეცენდენტოდ დაბალი მაჩვენებლის გამო შეშფოთება გამოთქვა და მათ აქტიურობისკენ მოუწოდა. გუშინ ერთმა ჭკვიანმა ქალმა თავისი ვერსია შემომთავაზა, რომელიც შესაძლოა ახლოს იყოს სიმართლესთან და პასიურობის რეალურ მიზეზთან: აბიტურიენტების დიდი ნაწილი წელს გამოცდაზე საერთოდ არ გავა, ერთ წელს მოიცდიან, რადგან გაისად გამარტივებული წესით ურჩევნიათ გახდნენ სტუდენტები. დავიჯერო ამ რისკებზეც არ იფიქრა სამინისტრომ?“, - წერს გერსამია.

განათლების მკვლევარი  რეზო აფხაზავა etaloni.ge-სთან ამბობს, რომ დაბალ აქტივობაზე საუბარი რთულია, ვინაიდან როგორც ყოველთვის აბიტურიენტების უმრავლესობა ახლაც რეგისტრაციის ბოლო დღეებში გააქტიურდება.

„არ მგონია დაანონსებული სიახლეების გამო იყოს დაბალი აქტივობა, ჯერ საკმაო დროა დარჩენილი იმისთვის, რომ აბიტურიენტები ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირდნენ. თანაც მოგეხსენებათ სენივით არის, რომ უმეტესობა ბოლო დღეს რეგისტრირდება. მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს შემთხვევაშიც ასე არის ხოლმე, რომ განცხადებების ძირითადი რაოდენობა რეგისტრაციის ბოლო დღეს შემოგვდის. თან წელს არანაირი ცვლილება არ აქვთ აბიტურიენტებს, საატესტატო გამოცდებიც მოხსნილია და პირიქით უფრო მეტ აბიტურიენტი უნდა დარეგისტრირდეს. წარმოგიდგენიათ რომ ქართველს უნივერსიტეტში ჩაბარება დაანონსებულმა სიახლემ ან რამემ გადააფიქრებინოს და გადაავადებინოს?! სავარაუდოდ ბოლო დღეებში გააქტიურდებიან“, - გვეუბნება რეზო აფხაზავა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, რეგისტრაციის დასრულებამდე 9 დღით ადრე, მხოლოდ 12 ათასზე მეტი აბიტურიენტია დარეგისტრირებული. როგორც რამდენიმე დღის წინ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ განაცხადა, წელს სკოლას 39 ათასი მოსწავლე ასრულებს. 

„წელს სკოლას 39 ათასი მოსწავლე ასრულებს, თუმცა არ დაგვავიწყდეს ის მოსწავლეები, რომლებმაც სწავლა წინა წლებში დაასრულეს, ასევე ისინი, ვინც დაასრულეს 12 კლასი, თუმცა ატესტატი არ ჰქონდათ, წელს მათაც შეეძლებათ გამოცდაზე რეგისტრაცია. მიუხედავად ამისა, დღეის მდგომარეობით, ძალიან დაბალი აქტივობაა. რეგისტრაცია ელექტრონულად ხდება და მოვუწოდებ აბიტურიენტებს, დაიწყონ ეს პროცესი დროულად, რადგან მათ ბევრი რამ აქვთ გასათვალისწინებელი. ბოლო წუთებში უფრო მეტად იმატებს ნერვიულობა“, - განაცხადა ირინა აბულაძემ.

იხილეთ ასევე: ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციის დაბალი აქტივობაა - 25 მარტის მონაცემებით, 12 ათასზე მეტი აბიტურიენტია დარეგისტრირებული


კომენტარები


ეტალონი

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

სიახლეები

„ხელები შორს ტექნიკური განათლების ფლაგმანისგან... მიზანი არის კონტროლი“ - თსუ-ს, სტუს-ს პროფესორები გაერთიანების გადაწყვეტიელბას ეხმაურებიან

თსუ და ტექნიკური უნივერსიტეტი გაერთიანდება - შემცირდება თუ არა აკადემიური პერსონალი, ცვლილებებზე გივი მიქანაძე საუბრობს

NAEC გამოცდის თარიღს ასახელებს - ჩატარდება საცდელი ტესტირებაც

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორღულის საჯარო სკოლის დირექტორი მელანია ჩხიტუნიძე პასუხობს

 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

„აღნიშნულმა აქტივობამ ხელი შეუწყო ბავშვებში ემპათიის უნარის განვითარებას და მეგობრული გარემოს შექმნას“

მოსწავლეებმა შემაჯამებელ ღონისძიებაზე წარმატებით წარადგინეს პროექტები - „ჭკვიანი პარკინგი“ და „გრძნობების სენსორული რუკა“

მოსწავლეებმა ექიმისგან მათთვის საინტერესო კოთხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს

სკოლა ერთ-ერთი მუნიციპალური ღონისძიების ვიდეოჩანაწერს გვიზიარებს

საინტერესო

პირველი ქვეყანა, რომელმაც 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალური მედიის გამოყენება აკრძალა

შავ-თეთრმა კონტრასტმა, თვალის ზედმეტად დაძაბვის გამო, უარყოფითად იმოქმედა მოსწავლეებისა და მასწავლებლების მხედველობაზე

ლორანი შესაძლოა მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა ადამიანი იყოს, რომელმაც ამ კონკრეტულ სფეროში დოქტორის ხარისხი მიიღო

სიახლეები
საზოგადოება