სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მესტიის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები თბილისში ორდღიან სასწავლო-შემეცნებით ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ
26-03-2019
-
+


მიხეილ ხერგიანის სახელობის დაბა მესტიის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები თბილისში ორდღიან სასწავლო-შემეცნებით ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ.

ექსკურსიას ორგანიზება ისტორიის მასწავლებელმა ლაშა დადვანმა გაუწია. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა მეტეხის ტაძარი, ნარიყალას ციხესიმაგრე, აბანოთუბანი, ბოტანიკური ბაღი, ნარიყალას პარკი, სიონის ტაძარი და მუშტაიდის ბაღი მოინახულეს.

საღამოს კი მოზარდ მაყურებელთა თეატრში იმყოფებოდნენ, სადაც მათ მესტიის N2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა, თეატრის ადმინისტრატორმა ეკა ფალიანმა -  უმასპინძლა. მოსწავლეები სპექტაკლს დაესწრნენ.

კვირას, 24 მარტს მოსწავლეები სამების საკათედრო ტაძარში წირვას დაესწრნენ. წირვის დასრულების შემდეგ მოსწავლეები სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ დალოცა. ამავე დღეს დაფუძნდა მესტიის ჩოხოსანთა სადროშო, რომელსაც სკოლის ისტირიის მასწავლებელი ლაშა დადვანი უხელმძღვანელებს. მოსწავლეები საპატრიარქოს ჩოხოსანთა წევრნი და მესტიის ნორჩი ჩოხოსნები გახდნენ.

„ექსკურსიამ მოსწავლეებზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა. ამ ექსკურსიის მონაწილე მოსწავლეები სკოლაში ჩაატარებენ პრეზენტაციას  თბილისისა და მისი ღირშესანიშნაობების შესახებ, გაუზიარებენ სკოლის მოსწავლეებს შთაბეჭდილებებსა და მიღებულ ცოდნას“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს 

განახლდება თუ არა სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან იმ ბაღებში, რომლებშიც ბავშვები მოიწამლნენ

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება