სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ბანოჯის საჯარო სკოლაში მოსწავლეების, მასწავლებლებისა და მშობლების მონაწილეობით კონფერენცია გაიმართა
26-03-2019
-
+


წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბანოჯის საჯარო სკოლაში სასკოლო საზოგადოებასთან  ერთობლივი გეგმიური კონფერენცია ჩატარდა. 

კონფერენციაზე, რომელსაც პრეზენტაციაც თან ერთვოდა, ერთმანეთს ენაცვლებოდნენ  მოსწავლეები: მ. ტყაბლაძე, ა. გოგელიძე, ლ. ჩოგოვაძე და ლ. ჯავახაძე, „მასწავლებელი - მშობლები“ ლელა ჩოგოვაძე და თამარ ღამბაშიძე.

მოეწყო საგაზაფხულო ნორჩი მხატვრების, თექისა და კერვის ნამუშევრების გამოფენა, ხელოვნების მასწავლებლის სალომე რუხაძის ხელმძღვანელობით. 

ღონისძიებას ესწრებოდნენ წყალტუბოს რესურცენტრის უფროსი სპეციალისტი, სკოლის  რესურსცენტრის წარმომადგენელი მრჩეველთა საბჭოში ნანა გიორგაძე და უფროსი სპეციალისტი სალომე შველიძე, საკრებულოს თავჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი პაატა ახალაძე, საკრებულოს  დეპუტატი თენგიზ ნიჟარაძე, სოფლის გამგებელი ომარ  სინაურიძე და იმერეთის დაცული ტერიტორიების დაცვის თანამშრომლები. 

ღონისძიების მონაწილეებსა და სტუმრებს მიესალმა და მადლობა გადაუხადა ჯანსაღი  თანამშრომლობითი დამოკიდებულებისათვის სკოლის დირექტორმა ნინო წილოსანმა. მან ისაუბრა მიმდინარე პროცესში სასკოლო ცხოვრებაში მოსწავლეთა, მასწავლებელთა და მშობელთა აქტიურ ჩართულობაზე და სამომავლო გეგმებზე და ყვავილების მეჯლისზე  გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა სიგელებით. 

ასევე, ქალაქ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობისაგან მადლობის სიგელები გადაეცათ სკოლის ღვაწლმოსილ პედაგოგებს ნ. წილოსანს, მ. ჩოგოვაძეს, ქ. აფხაძეს, გ. სვანაძესა, ე. წულუკიძეს და XI კლასის  წარჩინებულ მოსწავლეებს ა. გოგელიძესა და მ. ტყაბლაძეს. 

იხილეთ ფოტოები 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს 

განახლდება თუ არა სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან იმ ბაღებში, რომლებშიც ბავშვები მოიწამლნენ

მოსწავლესთან ერთად საგანმანათლებლო პროცესიც შეფასდება - მინისტრის ბრძანება 

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება