სიახლეები
სამასწავლებლო

„Izrune.ge ძალიან ახლო და მშობლიური პორტალია“- რეიტინგის ლიდერები ინოვაციურ მიდგომებს აფასებენ
05-03-2019
-
+


Izrune.ge-მ მოსწავლეთა საშუალო შეწონილი ქულის მიხედვით საქართველოს რეგიონების ლიდერი სკოლების რეიტინგი გამოაქვეყნა.

და ახლა სიამაყით გვსურს, მუნიციპალიტეტების საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელებისა და ლიდერი სკოლების ლიდერი დირექტორების გამოცდილება გაგიზიაროთ:

დუშეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი დავით ოსეფაშვილი:

„ეტალონის“ შექმნის შემდეგ, ბატონმა გოჩამ კიდევ ერთი უნიკალური, შემეცნებითი და წარმატებაზე ორიენტირებული პროექტი Izrune.ge შემოგვთავაზა, რომლის მთავარი ღირსებაც შვილების სასწავლო პროცესში მშობელთა სისტემური ჩართვა, მოსწავლეთა მოტივირება და სასკოლო ცხოვრების გაუმჯობესებაა. საგნობრივად შეწონილი და მეთოდოლოგიურად გამართული ტესტების საშუალებით ოჯახები ზუსტად განსაზღვრავენ ბავშვის ცოდნასა და მისწრაფებებს, პედაგოგებთან კომუნიკაციით კი მეტად საინტერესო და ეფექტური საგაკვეთილო პროცესი მიმდინარეობს. პორტალით დაინტერესება დღითიდღე იზრდება და მჯერა, ჩვენი სკოლების წარმატების Izrune.ge-სთან ერთად.“

ხვიჩა ხიტალიშვილი, ჟინვალის საჯარო სკოლის დირექტორი:

„ეტალონთან“ დაარსების დღიდან ვთანამშრომლობთ და ჩვენი მოსწავლეები დიდ წარმატებებსაც აღწევენ ჩემპიონატში. ინტელექტუალური და წარმატებაზე ორიენტირებული პორტალია Izrune.ge, რომელმაც ოჯახი, ბავშვი და სკოლა გააერთიანა. ერთობლივი მუშაობით ბედნიერი მომავლისკენ მივისწრაფვით, წარმატების დიპლომების გამოფენით ბავშვებში მოტივაციას ვზრდით, მშობელთა და პედაგოგთა კომუნიკაციით კი სასწავლო პროცესი უფრო ეფექტური ხდება. მჯერა, რომ ჩვენს მოსწავლეებს უფრო მაღალი შედეგების ჩვენება შეუძლიათ და ვაგრძელებთ მეტი წარმატებისთვის მუშაობას.“

dusheti.jpg

მესტიის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი დარეჯან ნიგურიანი:

Izrune.ge სასკოლო საზოგადოების გაერთიანებისა და საგაკვეთილო პროცესის მრავალმხრივ და ეფექტურად წარმართვის საუკეთესო საშუალებაა. ვხედავ ძალიან მონდომებულ და წარმატებაზე ორიენტირებულ მოსწავლეებს, მათ მშობლებს, რომლებიც აქტიურად თანამშრომლობენ პედაგოგებთან და ერთობლივი ძალებით აუმჯობესებენ სწავლა-სწავლების ხარისხსა და შედეგებს. რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ საგანმანათლებლო ინოვაციებს და მეტი წარმატების იმედი გვაქვს.“

ქეთევან გურჩიანი, ეცერის საჯარო სკოლის დირექტორი:

„სასკოლო ცხოვრება Izrune.ge-სთან ერთად მეტად ერთიანი, სახალისო და წარმატებაზე ორიენტირებული გახდა. მშობლები აქტიურად ჩაერთნენ საგანმანათლებლო პროცესში, სისტემურად დაიწყეს საკუთარი შვილების ცოდნისა და განათლების დონისათვის თვალის მიდევნება და პედაგოგებთან ერთად ზრუნვა მათ მრავალმხრივ განვითარებაზე. მოსწავლისთვის კი პორტალის წამახალისებელი მიდგომები ძალიან დიდი სტიმულის მიმცემია. გვახარებს ლიდერთა შორის მოხვედრა და მეტი წარმატების იმედი გვაქვს.“

ნანა რატიანი, მესტიის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:

„შემეცნებითი, სახალისო და მამოტივირებელი ტესტების ერთობლივად გავლით მოსწავლე და მშობელი მეტად ახლოვდება, ოჯახები სასკოლო ცხოვრებაში ერთვებიან და მასწავლებლებთან კომუნიკაციაც უფრო ეფექტური ხდება, საგაკვეთილო პროცესიც უმჯობესდება. ბავშვებს ვთხოვეთ, რომ მათთვის უცხო კითხვები მოენიშნათ, გავაკეთეთ პასუხების რვეული და გაუგებარ მასალას პედაგოგი გაკვეთილზე უფრო სიღრმისეულად ხსნის. შესაბამისად, მომდევნო ტესტებში მიღებული შედეგებიც უმჯობესდება. მჯერა, რომ Izrune.ge-სთან ერთად ჩვენი მოსწავლეები მრავალმხრივ განვითარებულ და წარმატებულ პიროვნებებად ჩამოყალიბდებიან.“

mestia.jpg

მარტვილის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი პაშა გულორდავა:

„მთელი მარტვილი და საქართველო დიდ იმედებს ამყარებს Izrune.ge-ზე. ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალი მომავალი თაობის განათლების ირგვლივ გაერთიანებას, მათში მოტივაციის ამაღლებასა და მოქალაქეობრივი აზროვნების ჩამოყალიბებას ემსახურება. აღსანიშნავია მშობელთა დაინტერესება და სისტემური ჩართვა Izrune.ge-ში, რაც სასკოლო ცხოვრებას მნიშვნელოვნად აძლიერებს და სწავლებას მეტად ეფექტურს ხდის. ჩვენს საგანმანათლებლო სივრცეს მსგავსი პროექტები ძალიან სჭირდება.“

დონალდ ძაგანია, ბანძის საჯარო სკოლის დირექტორი:

„ეტალონის“ გამოცდილებითა და ბატონი გოჩასადმი დიდი პატივისცემით Izrune.ge-ს უკინალურობაში ეჭვი არც შემპარვია, უბრალოდ, პორტალმა და მიღწეულმა შედეგებმა მოლოდინს გადააჭარბა. საგანმანათლებლო ინოვაციის ირგვლივ მთელი სასკოლო საზოგადოება გაერთიანდა და დღეს ძალიან მოტივირებული მოსწავლეები, აქტიური მშობლები და პროფესიონალი პედაგოგები ერთობლივად მივისწრაფვით წარმატებისკენ. ყოველთვის Izrune.ge-ს გვერდით ვიდგები ახალგაზრდობისა და ჩვენი ქვეყნის საკეთილდრეოდ.“

martvili.jpg

ხონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ხათუნა ქობალია:

Izrune.ge ჩვენთვის ძალიან ახლო და მშობლიური პროექტია, პირველივე დღეებიდან მასთან ერთად აქტიურად ვუწყობთ საგანმანათლებლო სიახლეებს ფეხს და მნიშვნელოვნად ვავითარებთ სასკოლო ცხოვრებას. ოჯახის, ბავშვისა და სკოლის გაერთიანებით, აქტიური კომუნიკაციითა და მოსწავლის ინდივიდუალურ მისწრაფებებზე მორგებული სწავლებით საუკეთესო შედეგებზე გავალთ და უფრო მასშტაბურ წარმატებებს მივაღწევთ.“

xoni.jpg

ინგა წიგნაძე, მეორე სვირის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:

„მახარებს ლიდერთა შორის მოხვედრა და სკოლის წარმატება Izrune.ge-ზე. შედეგზე მასწავლებლებისა და მშობლების ერთობლივი მუშაობით გავედით, მაღალია მოსწავლეთა დაინტერესება პორტალის მიმართ. ბავშვები ახლა უკვე მეტი ხალისითა და მონდომებით სწავლობენ დიპლომების მოსაპოვებლად. კლასები და მშობლები Izrune.ge-ს ირგვლივ ერთიანდებიან, ქმნიან ჩატებს, ერთმანეთს ტესტირების დღეს ახსენებენ და შედეგებს, გამოცდილებას უზიარებენ. აუცილებლად გავაგრძელებთ აქტიურ მუშაობას, რათა რეიტინგში მოწინავე ადგილი დავიკაოთ.“

zestaponi.jpg

გურამ ნათენაძე, გამარჯვების საჯარო სკოლის დირექტორი:

„წელს „გარდაბნის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული ჩვენმა მოსწავლემ მოიპოვა და მას შემდეგ, მიღწეულმა წარმატებამ და სიხარულმა Izrune.ge-სთან ერთად მეტად მასშტაბური სახე მიიღო. სკოლამ თითოეული მოსწავლისათვის ხელმისაწვდომი გახადა პორტალი და მშობლებიც აქტიურად აგვყვნენ ახალგაზრდების ბედნიერ მომავალზე ზრუნვაში. მჯერა, რომ სასკოლო ცხოვრების გააქტიურებით, ერთობლივი მუშაობითა და ბავშვების მოტივირებით საქვეყნო საქმეს ვემსახურებით და კიდევ უფრო დიდი წარმატების მოლოდინი გვაქვს.“

gardabani.jpg

ვაჟა ბუიღლიშვილი, ნახშირღელის საჯარო სკოლის დირექტორი:

„გვახარებს ლიდერთა შორის მოხვედრა და წინსვლის კიდევ უფრო დიდი სტიმული გვაქვს. კლასის დამრიგებლებისა და პედაგოგების აქტიური მუშაობით, მოსწავლეთა დაინტერესებითა და სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა სისტემური ჩართულობით გავედით შედეგზე. შემეცნებითი და სახალისო საკითხების საშუალებით ბავშვები წარმატებისთვის საჭირო უნარებს ივითარებენ და ტესტებთან მუშაობას სწავლობენ. მათ ახარებთ მოპოვებული დიპლომები და კიდევ უფრო დიდი წინსვლის სტიმულით აგრძელებენ Izrune.ge-სთან ერთად შემეცნებას.“

terjola.jpg

ვარლამ თაგოშვილი, სამთაწყაროს საჯარო სკოლის დირექტორი:

„დიდი მონდომებითა და აქტივობით ვართ Izrune.ge-ში ჩართულები. ოჯახებს ძალიან მოსწონთ პორტალის შემეცნებითი, სახალისო და მამოტივირებელი მიდგომები. მშობლები აქტიურად ადევნებენ თვალს შვილების განვითარების დონეს და პედაგოგებიც მეტად ხედავენ ეფექტური საგაკვეთილო პროცესის წარმართვის გზებს. გავხარებს Izrune.ge-ში წარმატება და ვაგრძელებთ მუშაობას უკეთესი შედეგების მისაღწევად.“

dedopliswyaro.jpg

თამარ ბლიაძე, ბაკურიანის საჯარო სკოლის დირექტორი:

Izrune.ge-ს წარმატება დახვეწილმა ფორმატმა, საინტერესო ტესტებმა და მამოტივირებელმა მიდგომებმა განაპირობა. მოსწავლეებს მოსწონთ, რომ სულ რაღაც რამდნეიმე წამში ხედავენ შედეგებს და დიპლომებს იღებენ, მშობლებს კი საშუალება აქვთ, შვილების ცოდნა და მისწრაფებები განსაზღვრონ. პედაგოგები მრავალმხრივ და საინტერესო გაკვეთილებს ატარებენ ბავშვების ინტერესიდან გამომდინარე. მოხარული ვარ მიღწეული შედეგებით და იმედი მაქვს, რომ ერთობლივი მუშაობით ჯერ „მეგობრულ“, შემდეგ „სუპერ“ და საბოლოოდ „მომავლის კლასის“ ტიტულს მოვიპოვებთ და რეიტინგშიც წავიწევთ წინ.“

borjomi.jpg

24 თებერვალი-რეგიონები.jpg

შეგახსენებთ, რომ რეიტინგი პროგრამულად (ავტომატურად) ჯამდება „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღის“კონკრეტული თვის შემაჯამებელ ტესტში თითოეული მოსწავლის მიღებული ქულების მიხედვით და გვიჩვენებს სკოლის საშუალო შეწონილ ქულას.

<span lang="GEO/KAT" sylfaen","serif";="" mso-ansi-language:"geo="" kat""="">

ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალი სკოლებსა და მუნიციპალიტეტებს მადლობას უხდის გაწეული ზრუნვისთვის და აქტიურობისთვის.


კომენტარები


ეტალონი

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

„ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი დაიწყო - ოლიმპიადები სამ საგანში იმართება

ონლაინ ჩემპიონატში II-XI კლასების მოსწავლეებს შეეძლებათ მონაწილეობა

სიახლეები

მასწავლებელთა სტატუსების ამაღლება 2026 წლამდე შეჩერებულია - მთავრობის დადგენილება გამოქვეყნდა

იქნება ინტენსიური ხასიათის ნაბიჯები გადადგმული იმისთვის რომ რეფორმები დაჩქარდეს

განათლების მინისტრი თანამდებობიდან გადადგა

ინფორმაცია პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მსურველებისთვის

პიროვნება

„ნუთუ, ჩვენ ფრენა შეგვეძლება?” - ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის პედაგოგი ანა ჩხეტია მოსწავლის მიერ დასმულ სახალისო კითხვებს იხსენებს

„მოსწავლეების მეხსიერებაში, ყველაზე დიდხანს  შემოქმედებითი გაკვეთილი რჩება“ - დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის მასწავლებელი ნატო ნანავა

„მოსწავლის მეხსიერებაში, უფრო დიდხანს რჩება ის გაკვეთილები, რომელიც მისთვის საინტერესო და შთამბეჭდავია“

„მხიარული მომენტია როცა ყველა ცდილობს ჩანთებიდან თავიანთი „ძვირფასი ნივთების“ მაგიდაზე დალაგებას“

სკოლები
საინტერესო

თუ ძებნას ივლისში ან აგვისტოს პირველ ნახევარში დაიწყებთ, არჩევანი უფრო ფართო იქნება

პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს

ჯოზეფი იცნობს ბერძნულ ანბანს და ამჟამად, სწავლობს მორზეს კოდს და პერიოდულ სისტემას

სიახლეები
საზოგადოება