სიახლეები
სამასწავლებლო

3 რამ, რასაც სკოლა მოსწავლეებს უნდა აძლევდეს - დირექტორების შეფასებები
26-02-2019
-
+


რა უნდა ისწავლოს მოსწავლემ სკოლაში? რა მოლოდინი არსებობს საზოგადოებაში და რამდენად ამართლებს თანამედროვე სკოლა ამ მოლოდინს?

etaloni.ge სკოლის დირექტორებს დაუკავშირდა. გთავაზობთ მათ მოსაზრებებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით:

ხონის N3 საჯარო სკოლის დირექტორი ვერა ბენიძე:

„ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც სკოლიდან უნდა წაიღოს ბავშვმა, გარდა აკადემიური განათლებისა, არის უნარები, რომელიც მას გამოადგება დამოუკიდებელი ცხოვრების გზაზე. ეს არის ღირებულებები, ფასეულობები, რომელიც საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია. სკოლამ მოსწავლეს უნდა მისცეს ინფორმაციის მოძიებისა და დახარისხების უნარი. ასევე გარემოს დაცვის მოფრთხილების უნარ- ჩვევები და ის ზოგადსაკაცობრიო ღირებულებები, რომელიც მნიშვნელოვანია XXI  საუკუნის ადამიანისთვის. ვფიქრობ, დღევანდელი სკოლა ნამდვილად ცდილობს ბავშვს, აკადემიური განათლებასთან ერთად, მისცეს ყველა ეს უნარი“.

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო სარალის საჯარო სკოლის დირექტორი ნანა პაკელიანი:

„სკოლამ ბავშვს პირველ რიგში კარგი ზოგადი განათლება უნდა მისცეს. უნდა აღზარდოს კანონმორჩილი მოქალაქე და მოამზადოს დიდ საზოგადოებაში გასვლისთვის. სკოლამ უნდა შესძინოს ბავშვს მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული გადაწყვეტილების უნარი“.

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ კეთილარის საჯარო სკოლის დირექტორი ზურაბ გრიგოლია:

„რა თქმა უნდა, პირველ რიგში, სკოლამ კარგი ზოგადი განათლება უნდა მისცეს ბავშვს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია შეაყვაროს ბავშვს მისი სამშობლო, ბუნება და აღზარდოს კეთილსინდისიერი მოქალაქე. ეს ყოველივე კი, ცხადია, დამოკიდებულია თითოეული პედაგოგის მონდომებაზე“.

ქალაქ ბათუმის N22 საჯარო სკოლის დირექტორი გიორგი რუხაძე:

„სკოლამ პირველ რიგში ცოდნა უნდა მისცეს ბავშვს, ჩამოაყალიბოს ერუდირებულ, ზრდილობიან პიროვნებად და ასწავლოს საზოგადოებაში მოქცევის წესები და კულტურა. დამეთანხმებით, არის შემთხვევები, როდესაც ვერ ხერხდება ბავშვისთვის ოჯახში ყურადღების სათანადო დონეზე მიქცევა და სწორედ ამ დროს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია სკოლის როლი მოზარდის ცხოვრებაში. ვფიქრობ, მიუხედავად არაერთი წინააღმდეგობისა, სკოლა ასე თუ ისე მაინც ახერხებს თავი გაართვას ამ ყველაზე მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო ვალდებულებას“.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალის N2 საჯარო სკოლის დირექტორი მარიამ გარაშვილი:

“პირველ რიგში, რაც სკოლამ მოსწავლეს უნდა მისცეს, არის მოქალაქეობრივი უნარები და საბაზო განათლება, ყველა იმ საგანში, რასაც სკოლაში ვასწავლით. ძალიან მნიშვნელოვანია, შევუწყოთ ხელი ახალგაზრდას, იყოს ის კონკურენტუნარიანი და შესწევდეს ძალა ჯანსაღად შეაფასოს ნებისმიერი სიტუაცია და გაუმკლავდეს მის წინაშე წამოჭრილ ცხოვრებისეულ პრობლემებს. თუმცა, მიუხედავად მცდელობისა, რიგ სკოლებში ხშირად ეს შედეგი ვერ მიიღწევა“.

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუთის საჯარო სკოლის დირექტორი თემურ ურუმაშვილი:

„სკოლა, კარგი განათლების მიცემასთან ერთად, უნდა ზრუნავდეს მოზარდის პიროვნებად ჩამოყალიბებაზე, უნდა ახორციელებდეს სხვადასხვა სახის აღმზრდელობით ღონისძიებებს და ასწავლიდეს მას შრომისმოყვარეობას. ამდენად, სკოლის როლი ძალიან დიდია. ჩვენ, სკოლის დირექცია და პედაგოგები ყოველდღიურად ვცდილობთ მოსწავლეებში სწორედ ამ უნარების განვითარებას“.

დუშეთის N2 საჯარო სკოლის დირექტორი ელენე თეთრუაშვილი:

„გარდა განათლების მიცემისა, სკოლა პასუხისმგებელია აღზარდოს და ჩამოაყალიბოს თითოეული მოსწავლე სრულფასოვან პიროვნებად. სკოლამ უნდა იზრუნოს ჩამოუყალიბოს მოსწავლეს სწორი აზროვნება, შემოქმედებითი უნარები და საზოგადოებაში ქცევის კულტურა“.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ თუზის საჯარო სკოლის დირექტორი თუნა დათუაძე:

„სკოლამ პირველ რიგში მოსწავლეს უნდა მისცეს მეცნიერული ცოდნა, საზოგადოებასთან ურთიერთობის უნარები და მესამე რაც ყველაზე მეტად გვჭირდება და რაც ყველაზე მეტად გვაკლია ეს არის ზრდილობა და პატივისცემა უფროსებისადმი. ჩვენ, პედაგოგები ყველანაირად ვცდილობთ ამ კუთხით ვიზრუნოთ ჩვენს მოსწავლეებზე, თუმცა აქ მხოლოდ სკოლა ვერაფერს გახდება, თუ არ ექნება ხელშეწყობა თუნდაც ოჯახიდან და ზოგადად საზოგადოებისგან“.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხეთის საჯარო სკოლის დირექტორი სოფიკო ლობჟანიძე:

„ურთიერთთანამშრომლობა- ეს არის ის, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც სკოლამ უნდა ასწავლოს მოსწავლეს. მეგობრისადმი გვერდში დგომა. მნიშვნელოვანია განათლებასთან ერთად, ბავშვი სკოლაში სწავლობდეს სამშობლოს სიყვარულსა და პატრიოტიზმს. ჩვენ, დირექცია, თითოეული პედაგოგი, თავდაუზოგავად მუშაობს ამ კუთხით და ვცდილობთ განათლების მიღებასთან ერთად, ჩვენმა მოსწავლეებმა განივითარონ სხვადასხვა უნარები და ჩამოუყალიბდეთ სწორი აზროვნება“.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკის საჯარო სკოლის დირექტორი დალილა ჩიქავა:

„ვფიქრობ, სკოლა ნამდვილად არის პასუხისმგებელი, განუვითაროს ბავშვს შემოქმედებითი უნარები და ასწავლოს მას, როგორ გამოიყენოს სწორად, მიღებული განათლება. მოსწავლეს სწორედ სკოლაში უნდა ჩამოუყალიბდეს ის უნარ- ჩვევები, რომელსაც ის ცხოვრებაში გამოიყენებს. ამდენად, სკოლის როლი ძალიან დიდია და ვფიქრობ ის ასრულებს კიდეც თავის ყველაზე მნიშვნელოვან დანიშნულებას“.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ახალქალაქის 44 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ახალქალაქის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 47 გუნდი ეჯიბრება
გამარჯვებისთვის ერთმანეთს დმანისის 11 სკოლის 55 მოსწავლე ეჯიბრება
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი დმანისს სტუმრობდა
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
სიახლეები
ვნების კვირის ყველაზე მძიმე დღე - რა უნდა ვიცოდეთ წითელი პარასკევის შესახებ
კვერცხის შეღებვის ტრადიცია და აკრძალვები, რომლის შესახებაც უნდა იცოდეთ
რესურსცენტრის უფროსობის მსურველებისთვის გასაუბრებები 13 მაისიდან დაიწყება - დეტალები
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
ღონისძიება მუსიკის მასწავლებლის - ნათია ბაუჟაძის მომზადებულმა სიმღერებმა კიდევ უფრო გაამრავალფეროვნა
აღსანიშნავია, რომ თითოეული მოსწავლე შესაბამის ფორმაში გამოეწყო და შეჯიბრმა წარმატებით ჩაიარა
შიდა სასკოლო ტური გაიმართა, რომელშიც მოსწავლეებით დაკომპლექტებული გუნდები მონაწილეობდნენ
მოსწავლეები პასუხობდნენ წამყვანის მიერ დასმულ ლოგიკურ და ანალიტიკურ უნარებზე გათვლილ კითხვებს
მრავალფეროვან ღონისძიებებს შორისაა ქაული ენისადმი მიძღვნილი ღონისძება, სახელწოდებით - „სიყვარულის, ლექსების და ღმერთების ენავ“ 
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ახალქალაქის 44 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ახალქალაქის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 47 გუნდი ეჯიბრება
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი დმანისს სტუმრობდა
მოწესრიგებული ეზო, ბაღები, მრავალწლოვანი ხეები, ყვავილები და შადრევანი ზოგიერთი კამპუსის განუყოფელი ნაწილია
„იფიქრეთ ამაღელვებელ, ექსტაზურ, სასურველ მომავალზე და გაიყვანეთ აწმყო წინ მის შესახვედრად“
სიახლეები
საზოგადოება