სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„ეტალონის“ წყალობით ჩვენი კუთხის შვილები განათლების ირგვლივ ერთიანდებიან“ - აჟარის მუნიციპალიტეტის მოსწავლეებისთვის ჩემპიონატის პირველი ტური ჩატარდა
11-02-2019
-
+


აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ყველაზე თამამი და მოტივირებული მოსწავლეების მონაწილეობით საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ პირველი ეტაპი წარმატებით ჩატარდა.

ახლა კი, ახალგაზრდები აქტიურად ემზადებიან ჩემპიონატის მეორე ტურისთვის, რომელიც 16 თებერვალს თბილისის N41 საჯარო სკოლაში გაიმართება.

და სანამ „აჟარის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდება, მუნიციპალიტეტი წარმატებებს უსურვებს თავის ახალგაზრდებს და „ეტალონის“ მნიშვნელობაზე საუბრობს:

აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგებელი ლაშა მარგიანი:

„მოგეხსენებათ, კოდორის ხეობიდან ვართ, აფხაზეთის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი ვართ და ამჟამად, აქ ვახორციელებთ საქმიანობას. ჩვენი მოსახლეობა მთელს საქართველოშია გაფანტული და შეძლებისდაგვარად, ვაწვდით მოსწავლეებს საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატთან დაკავშირებით ინფორმაციას. მათში ჩემპიონატი დიდი პოპულარობით სარგებლობს, რადგან „ეტალონის“ წყალობით ერთი კუთხის შვილები ერთმანეთს ეცნობიან და განათლების ირგვლივ, მთელს საქართველოსთან ერთად ერთიანდებიან.“

აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი ზურა გუჯეჯიანი:

„ტესტირების პირველი ეტაპი მშვიდ და ობიექტურ გარემოში ჩატარდა და მოსწავლეები ახლა მოუთმენლად ელიან მეორე ტურს. მათ იციან, რომ ჩემპიონატზე ცოდნა დაუფასდებათ და მეტი სითამამით, წარმატებითა და მოტივაციით გააგრძელებენ სწავლას. „ეტალონი“ მართლაც, ეროვნულ საქმეს ემსახურება და საქართველოს ბედნიერი მომავლის მშენებლობაში ჩვენც მის გვერდით ვართ.“

აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის უფროსი ქეთევან არღვლიანი:

„წლებია, საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატთან ვთანამშრომლობთ და ჩვენი მოსწავლეები ყოველთვის მოუთმენლად ელიან „ეტალონში“ასპარეზობას. მუნიციპალიტეტიც, თავის მხრივ, აქტიურად ერთვება საორგანიზაციო საკითხებში, აქტიურად ვუკავშირდებით ჩვენს თითოეულ მოსწავლეს და ობიექტური სირთულეების მიუხედავად, ყოველთვის დიდია მოსწავლეთა და მშობელთა დაინტერესება. პირველი ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ, ახალგაზრდებს წინსვლის მეტი მოტივაცია გაუჩნდათ და აქტიურად ემზადებიან მეორე ტურისთვის, თითოეულს აქვს გამარჯვების ჯანსაღი ამბიცია. გვახარებს მოსწავლეთა სწავლისადმი ინტერესი და ვუსურვებთ მათ წარმატებებს. აქვე ვიტყვი, რომ ყოველთვის აქტიურად ვიდგებით „ეტალონის“ გვერდით.“

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება