„საქართველოში წითელას ეპიდაფეთქებაა“ - სად უნდა გაიკეთოთ უფასო აცრა
ჯანდაცვის მინისტრი მოსახლეობას წითელას ვაქცინაციის ჩატარებისკენ მოუწოდებს.
დავით სერგეენკომ და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა წითელას თემაზე ერთობლივ ბრიფინგზე ისაუბრეს.
მინისტრის თქმით, ის მდგომაროება, რომელიც გვაქვს უკიდურესად საყურადღებოა და მას ეპიდაფეთქება ეწოდება.