სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

დიდ დიღომში „ახალი განათლებისა და მეცნიერების ქალაქი“ აშენდება
18-01-2019
-
+


განათლების, მეცნიერები, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის ინიციატივით, თბილისში, დიდი დიღმის ტერიტორიაზე მულტიფუნქციური საგანმანათლებლო კომპლექსი - „ახალი განათლებისა და მეცნიერების ქალაქი“ აშენდება. 

სამინისტროს ცნობით, ახალი ქალაქი, უზარმაზარ საგანმანათლებლო სივრცეს გააერთიანებს და განათლების რეფორმის განხორციელებისა და მისი მიღწევების გაზიარების ჰაბი გახდება.

საგანმანათლებლო სივრცეში თავმოყრილი იქნება როგორც საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები, ასევე ტექნო პარკი, რომელშიც „სტარტაპ“ უნარ-ჩვევებს მოსწავლეები ადრეული ასაკიდან განავითარებენ, ბიბლიოთეკა, სამეცნიერო მუზეუმი, სამეცნიერო ლაბორატორიები,კომაროვის ახალი სკოლა, ხელოვნების სკოლა, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა, საკონფერენციო დარბაზები, შიდა სარეკრეაციო სივრცე, სპორტული დარბაზი, გარე მოედნები, საცხოვრებელი კამპუსი და ბაღი.

მიხეილ ბატიაშვილმა, რომელმაც დედაქალაქის მერთან, კახი კალაძესთან ერთად „ახალი განათლებისა და მეცნიერების ქალაქის“ მშენებლობის დაწყებას დღეს საფუძველი კაფსულის ჩადებით ჩაუყარა, განაცხადა, რომ ახალი საგანმანათლებლო ქალაქი ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი, განათლების სისტემის რეფორმის ნაწილია, რომელიც ყველა - სკოლამდელ, ზოგად, პროფესიულ, უმაღლესი განათლების და მეცნიერების საფეხურს მოიცავს. 

კომპლექსის მშენებლობა დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-12კმ-ზე, 129 778,00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე დაიწყება და პირველ ეტაპზე, ტენდერს პროექტირებაზე საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო გამოაცხადებს, რის შემდეგაც ტენდერი, მშენებლობაზე გამოცხადდება.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„პირველკლასელთა აკადემია“ ახალქალაქში - უნიკალური წიგნი-რვეული პირველკლასელებს გადაეცათ

საჯარო სკოლებში გამოცდები ჩაინიშნა - I-XI კლასის მოსწავლეებისთვის ტესტირება 2-დან 20 ოქტომბრამდე ჩატარდება

განათლების სფეროში საშუალო ნომინალური ანაზღაურება 1400 ლარზე მეტი გახდა

 

ETALONI.GE 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!

ცნობილია - რომელ პროგრამაზე რა საგნების ჩაბარება მოგიწევთ 2027 წლის ეროვნულებზე

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

დირექცია და მასწავლებლები განსაკუთრებულად მოემზადნენ პირველკლასელთა დასახვედრად

ეზოში ლამაზი ღონისძიება გაიმართა, რომელმაც მთელი სკოლა გააერთიანა

მოსწავლეებმა კი მასწავლებლები ნიჭითა და შემოქმედებითობით გაახარეს და სასწავლო წლის დაწყება ლექსებით მიულოცეს
 
 
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება