სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

2019 წლიდან სკოლებსა და ბაღებში ჩარიცხვისას შესაძლოა სავალდებულო გახდეს აცრის შესახებ დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა
06-12-2018
-
+


2019 წლის პირველი ივნისიდან შესაძლოა გეგმიური აცრები სავალდებულო გახდეს, ხოლო ბაგა-ბაღებსა და სკოლების ჯანმრთელობის ცნობაში შესაძლოა იყოს სპეციალური გრაფა, სადაც აცრების შესახებ ინფორმაცია იქნება ჩასაწერი - აღნიშნულის შესახებ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ etaloni.ge-სთან საუბრისას განაცხადა.

„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის მიზანი მოსახლეობის დაცვაა გლობალურად, მათ შორის წითელას გავრცელების საშიშროებისაგან.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ ვაქცინაციის პროცესში უნდა გაიზარდოს სკოლამდელი აღზრდისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების ჩართულობა.

წითელასა და სხვა ვაქცინით მართვადი დაავადებების გავრცელების პრევენციის მიზნით, უნდა გაიზარდოს ვაქცინაციის პროცესში სკოლამდელი აღზრდის და საგანმანათლებლო დაწესებულებების ჩართულობა - მათი თავისებურებათა გათვალისწინებით (მასიური თავშეყრა, დაყოვნების ხანგრძლივობა, ძირითადი კონტიგენტის ასაკი). მნიშვნელოვანია ვაქცინით მართვადი დაავადებების გავრცელების რისკის მაქსიმალურად შემცირების უზრუნველყოფა, შესაბამისად სავალდებულო უნდა გახდეს სასწავლო/სააღმზრდელო პროცესის დაწყებისას, იმუნიზაციის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა და სავალდებულო პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრით გათვალისწინებული აცრების მოთხოვნა.

მიუხედავად იმისა, რომ აცრები სავალდებულო ხდება, კანონში აღსრულების მექანიზმი ჩადებული არ არის. ანუ კანონის ამოქმედების შემდეგ თუ მშობელი ბავშვს არ აცრის, მას არანაირი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება.

„ამ ეტაპზე კანონში აღსრულების მექანიზმის კუთხით, არაფერი არ არის ჩადებული, მაგრამ გვექნება მეთვალყურეობა. ანუ შემუშავდება შესაბამისი ფორმები ჯანდაცვის სამინისტროს მიერ. ბაღებსა და სკოლებში წარსადგენ ჯანმრთელობის ცნობაში იქნება გრაფა, სადაც ჩაიწერება ბავშვის იმუნიზაციის სტატუსი, რაც დაგვანახებს არის თუ არა იმის აუცილებლობა, შევიტანოთ თუ არა აღსრულების მექანიზმი. მაგალითად, ბაღში რეგისტრაციისას ან უპირატესობა მიეცეს იმ ბავშვებს, რომლების სრულად არიან აცრილნი ან საერთოდ არ მიიღონ ის ბავშვები, რომლებიც არ არიან აცრილები. მსგავსი მიდგომა შეიძლება მომავალში განვიხილოთ, მაგრამ თავიდან ასეთი ტიპის შეზღუდვა არ იქნება“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

კანონპროექტის სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რა საკითხები შეხვდათ მასწავლებლებს ქართულის გამოცდაზე - NAEC გამოყენებულ ტესტებს აქვეყნებს

გეოგრაფიის გამოცდაზე გამოყენებული ტესტი გამოქვეყნდა 

დაგვიანების კიდევ 4 შემტხვევა დაფიქსირდა - დღეს გამოცდებს მასწავლებლები და აბიტურიენტები აბარებენ 

ბაღის პერსონალს ძვირადღირებული სამედიცინო კვლევები დაუფინანსდება - მუნიციპალური ბიუჯეტი

პიროვნება

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები
სსიპ დავით სარაჯიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N16 საჯარო სკოლა
 
გამარჯვებისთვის მას სერტიფიკატთან ერთად ბანაკის საგზურიც გადაეცა
 

მოსწავლეებმა საკუთარი თვალით იხილეს საქართველოს ისტორიის ქრონიკები

კონკურსზე მოსწავლეები ფიზიკის პედაგოგის, მარი ჩადუნელის, ხელმძღვანელობით წარდგნენ
 
 
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება