სიახლეები
სიახლეები

რა ხდება 8 შვილიან ოჯახში, რომელთა მამაც იძულების მუხლით დააკავეს? – Etaloni.ge-მ დამატებითი დეტალები მოიპოვა
14-08-2018
-
+


რა ხდება იმ ოჯახში, რომლის წარმომადგენელიც 8 შვილის სახლში გამოკეტვის გამო იძულების მუხლით დააკავეს, შესაძლებელი გახდება თუ არა ბავშვების სკოლაში მიყვანა? - Etaloni.ge-მ  დამატებითი დეტალები მოიპოვა. როგორც ირკვევა, 8 შვილის თავისუფლად გადაადგილების უფლების შეზღუდვისთვის დაკავებული მამის შემდეგ სკოლასა და საზოგადოებასთან ურთიერთობაზე უარს უკვე დედა ამბობს. 8 შვილის მშობელი ქალბატონი ამ თემაზე მეზობლებთან არ საუბრობს, სკოლის წარმომადგენლებს კი ჯერჯერობით ბავშვებისთვის სასკოლო განათლების მიცემის აუცილებლობაში არ ეთანხმება. 

ლენტეხის რესურსცენტრის უფროსი ბადრი ქარდავა Etaloni.ge-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ სკოლა ყველანაირად მზად არის ბავშვებს კომფორტი შეუქმნას, თუმცა დედა ამ თემის მიმართ აგრესიულად არის განწყობილი: 

„სკოლის დირექტორს ვესაუბრე და ასევე, სოციალურ მუშაკებს, რომლებიც ამ ოჯახთან მიმაგრებულები არიან. ისინი ყურადღებას არ აკლებენ, როგორც შეუძლიათ. სკოლის დირექტორმა განაცხადა, რომ მზად არის ნებისიერ შეთანხმებაზე წავიდეს, რაც დასჭირდებათ ბავშვებს, რომ სკოლაში ისწავლონ. დედას აგრესიული განწყობა აქვს ამ ეტაპზე თემის მიმართ, განსაკუთრებით იმიტომ, რომ მამა დააკავეს, თუმცა ახლა უფრო შესაძლებელია მასთან კომუნიკაცია. სკოლაც ყველანაირად მზადყოფნაშია - 150 ბავშვიან სკოლაში მხოლოდ 30 ბავშვი სწავლობს, შესაბამისად, მცირეკონტიგენტიანია და ყველანაირ მზადყოფნაშია. სიხარულით მიიღებენ ამ ბავშვებს. დიდი შვილებიც იმ პოზიციაზე დგანან, რომ სასურველი არ არის საზოგადოებაში გასვლა და სკოლაში სწავლა. არადა, სკოლა მათთან ძალიან ახლოს, პირდაპირ გზაზეა. შემდეგ ვიფიქრეთ, მასწავლებლებში ხომ არ იყო პრობლემა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ  ყველა მასწავლებელს იცნობენ და კარგი ურთიერთობა აქვთ. თვითონ აქვთ ისეთი განწყობა, რომ საზოგადოება და სკოლა არ სჭირდებათ. სახლში აქვთ ლიტერატურა, მაგრამ, რა თქმა უნდა, მხოლოდ ეს საკმარისი არ არის. სკოლის ასაკის ბავშვები თუ მივიდნენ სკოლაში, ეს დიდი ნაბიჯი იქნება“. 

ლენტეხის მუნიციპალიტეტის რცხმელურის საჯარო სკოლის დირექტორმა ხათუნა ტვილდიანმა Etaloni.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, რომ დედა ამ ეტაპზე კვლავ უარზეა, ბავშვებმა სკოლაში იარონ: 

„ამ ეტაპზე კვლავ ვერ მოხერხდა დედასთან ურთიერთობა. უარს ამბობს ამ თემაზე. ის შვილებიც, რომლებიც უკვე სრულწლოვნები არიან, აცხადებენ, რომ არ სურთ სკოლაში სიარული. არადა, ჩვენი სკოლა ყველანაირად მზად არის მათ მისაღებად. ყველანაირ კომფორტს შევუქმნით. წლების განმავლობაში მამასთან მოლაპარაკება მიდიოდა. დაკავებული აცხადებდა, რომ ბავშვები ვერ დაეწეოდნენ სასკოლო პროგრამას და აზრი არ ჰქონდა, ჩვენ კი ვეუბნებოდით, რომ თუნდაც ექსტერნად ჩავაბარებინებდით, პროგრამას რომ დასწეოდნენ (შვილებმა წერა-კითხვა იციან), მაგრამ მამა უარზე იყო. ახლა დედაა ანალოგიურ პოზიციაზე. ყველაზე უმცროსი 7 წლისაა, შესაბამისად - სასკოლო ასაკის. კვლავ ვცდილობთ ამ თემით კონტაქტზე გავიდეთ და იქნებ მოხერხდეს დედის დათანხმება, რომ ბავშვებმა, რომელთა ასაკიც სასკოლოა, სკოლაში იარონ“. 

ოჯახის მეზობელი და პედაგოგი იზოლდა ლიპარტელიანი Etaloni.ge-სთან იხსენებს, რომ მამის დაკავების შემდეგ ბავშვების დედასთან ისაუბრა, თუმცა რეალურ შედეგს ვერ მიაღწია: 

„მიუხედავად იმისა, რომ ოჯახის მეზობელი ვარ და გვერდიგვერდ ვცხოვრობთ, შეხება ფაქტობრივად არ მაქვს. ძალიან კარჩაკეტილად ცხოვრობენ და ამ თემაზე საუბარსაც ყოველთვის ერიდებოდნენ. ახლაც, ბავშვების მამა რომ დააკავეს, დედა შემოვიდა ჩემთან, საერთოდ სხვა თემაზე და ვკითხე, რა მოხდა. ძალიან მწირი ინფორმაცია მომაწოდა, რომ მოლაპარაკება მიმდინარეობს ბავშვების სკოლაში სწავლასთან დაკავშირებით და მეტი საუბარი არ ისურვა. წლების განმავლობაში ბევრჯერ ვცადეთ მათთან მეტი კონტაქტის დამყარება, მაგრამ თავად არ სურთ. როგორც ვიცი, სოციალური მუშაკები დადიან ბავშვებთან“. 

შეგახსენებთ, რომ 8 შვილის მამა, ამირან დევნოზაშვილი შსს-მ სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით დააკავა, რაც იძულებას გულისხმობს. დაკავებული ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს. შემთხვევა 2 კვირის წინ მოხდა. სვანეთში მყოფი ერთ-ერთი ოჯახის შესახებ ინფორმაცია კი იანვარში გახდა ცნობილი. სამი ბიჭისა და 5 გოგოს სახლში გამოკეტვის მიზეზად მამა იმ არგუმენტს ასახელებდა, რომ ისინი საზოგადოებისგან მხოლოდ ცუდს ისწავლიდნენ. 

ინფორმაცია ოჯახის შესახებ სახელმწიფომ 2010 წლიდან იცის და ოჯახი ჩართულია პრევენციის პროგრამაში, კერძოდ, სოციალური მუშაკი დღემდე მუშაობს მათთან.

სოციალური მომსახურების სააგენტოს ცნობით, ოჯახთან მუშაობის პროცესში ჩართული იყვნენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, რესურსცენტრი, სამართალდამცავი ორგანოები, სოფლის სკოლის დირექტორი, სოფლის ექიმი და ცაგერ-ლენტეხის ეპარქიის ეპისკოპოსი, თუმცა მათ აზრი ვერ შეაცვლევინეს;

2011 წელს მშობლებს შეზღუდული ჰქონდათ  მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება სასამართლოს მიერ, მაგრამ სააგენტოს ცნობით, გადაწყვეტილება ვერ აღსრულდა;


გაეროს ბავშვთა ფონდი მიიჩნევს, რომ ბავშვები, რომლებიც მამას – ამირან დევნოზაშვილს სახლში ჰყავს ჩაკეტილი, ძალადობის მსხვერპლები არიან. UNICEF-ის განცხადებით კი, სახელმწიფომ მყისიერად უნდა აღადგინოს სახლში ჩაკეტილი ბავშვების უფლებები.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
სიახლეები
ელექტრონული ჟურნალი გაითიშება - გაფრთხილება მასწავლებლებს
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
ქულას დაკარგავთ, თუ მხოლობითი და მრავლობითი რიცხვი აგერევათ - ისტორიის ჯგუფის რჩევები აბიტურიენტებს
მასწავლებლების ახალი პოლიტიკა და შვებულების დაანგარიშების წესი - ცვლილებები ზოგადი განათლების შესახებ კანონში
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
კითხვები სპორტის სხვადასხვა სახეობებიდან მომზადდა
მოსწავლეებმა ყვავილები დარგეს, კედლის გაზეთი მოამზადეს და ადრე დარგული ნერგები მორწყეს
გარდა ამისა, მოსწავლეებმა თემატური ნამუშევრები შექმნეს, წიგნები წაიკითხეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
აღსანიშნავია, რომ ისინი გარემოს დაცვის მნიშვნელობასა და აუცილებლობას ნათლად იაზრებენ
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
სიახლეები
საზოგადოება