| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ზოგადი განათლების სექტორის შემოსავალი 2019-25 წლებში საშუალოდ წლიურად 14.4%-ით იზრდებოდა და 2025 წელს ₾2.1 მილიარდს მიაღწია. ამასთან, კერძო სკოლების შემოსავლები 2019-25 წლებში გაორმაგდა - აღნიშნულის შესახებ „განათლების სექტორი საქართველოშის“ ჩატარებულ კვლევაში ვკითხულობთ.
„ზოგადი განათლების სექტორის შემოსავლების 74.9% (₾1.6 მლრდ) საჯარო სკოლებს უჭირავს. ამასთან, კერძო სკოლების შემოსავლები 2019-25 წლებში გაორმაგდა და 2025 წელს 526 მლნ ლარს მიაღწია, რასაც ხელი შეუწყო მოსწავლეთა რაოდენობის ზრდამ, სწავლის საფასურის მატებამ და ძვირადღირებული სკოლების გაფართოებამ.
შობადობის კლებადი ტრენდის გათვალისწინებით, საშუალოვადიან პერიოდში კერძო სკოლების შემოსავლების ზრდა უფრო მეტად იქნება დამოკიდებული ბაზრის წილის ზრდასა და მოთხოვნის ახალ წყაროებზე“, - ვკითხულობთ კვლევაში.

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი