სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რეგისტრაცია100 ლარი ღირს - NAEC გამოსაცდელებისთვის ვადებსა და სხვა დეტალებს ასაჯაროებს
01-08-2026
-
+


უცხო ქვეყნების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველ სტუდენტებს საშუალება ექნებათ 29 ივლისის  10:00 საათიდან 19 აგვისტოს 18:00 საათამდე დარეგისტრირდნენ გამოცდისათვის ელექტრონულად, სპეციალური პროგრამის საშუალებით. იხილეთ ბმული. 
 
გაითვალისწინეთ, რომ:
  • რეგისტრაციისას სავალდებულოა ყველა ველის შევსება;
  • ასევე სავალდებულოა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლისა და რეგისტრაციის საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის ასლის ატვირთვა;
  • განაცხადის წარმატებით ატვირთვის შემთხვევაში  ცენტრისაგან მიიღებთ მოკლე ტექსტურ შეტყობინებას.
 
გამოცდა 3 სექტემბერს ჩატარდება. გამოცდაზე რეგისტრაცია 11:00 საათზე, ხოლო გამოცდა 12:00 საათზე დაიწყება. 
 
გამოცდაში მონაწილეობის მიღება საქართველოს იმ მოქალაქეებს შეეძლებათ, რომლებიც სწავლობდნენ/სწავლობენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში (სწავლის პერიოდში საზღვარგარეთ იმყოფებოდნენ ერთი სემესტრის განმავლობაში, არანაკლებ 75 დღისა). 
 
მოთხოვნა უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის პერიოდში 75 დღით უცხო ქვეყანაში ცხოვრებასთან დაკავშირებით არ ვრცელდება:
 
  • იმ პირებზე, რომლებიც უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში  სწავლობდნენ მხოლოდ 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის ბოლომდე, რომელიმე სემესტრში და განათლებას იღებდნენ შესაბამის უცხო ქვეყანაში პანდემიის გამო განხორციელებული ან/და პანდემიის გავრცელების პრევენციის ან მისი შედეგების ლიკვიდაციის მიზნით დაშვებული დისტანციური სწავლების ფორმით.
 
გამოცდაში მონაწილეობის საფასური შეადგენს 100 ლარს.
 
საბანკო რეკვიზიტები:
სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი;   
საიდენტიფიკაციო კოდი: 202198727;                                                                                                          
სახელმწიფო ხაზინა,  კოდი:  TRESGE22;                                                                  
სახაზინო კოდი:  707627112;   
 
დანიშნულებაში მიუთითეთ გამოსაცდელის პირადი ნომერი და გამოცდის დასახელება - ზოგადი უნარების გამოცდა.
 
პირი, რომელიც საჭიროებს სპეციალურ პირობებს, ვალდებულია მიმდინარე წლის 19 აგვისტოს 18:00 საათამდე ცენტრში წარადგინოს შესაბამისი სამედიცინო ცნობა (ფორმა №IV-100/ა) რაიმე ტიპის ფუნქციონალური დარღვევის თაობაზე. 
 
თუ პირს, რომელსაც სპეციალური საჭიროება წარმოეშობა მიმდინარე წლის 19 აგვისტოს შემდეგ და სურვილი ექნება შეექმნას სპეციფიკური საგამოცდო გარემო, გამოცდის დაწყებამდე არაუგვიანეს ერთი დღით ადრე ცენტრში უნდა წარმოადგინოს შესაბამისი მოთხოვნა და სამედიცინო ცნობა (ფორმა №IV-100/ა) რაიმე ტიპის ფუნქციონალური დარღვევის თაობაზე.
 
პირებს, რომლებიც ატვირთავენ ხარვეზიან განაცხადს, უფლება აქვთ 20 აგვისტოს 18:00 საათამდე გაასწორონ რეგისტრაციისას დაშვებული ხარვეზი. 
 
 
გაითვალისწინეთ, რომ წარმოდგენილ ნიმუშში შეტანილია 7 დავალება ტესტის თითოეული ნაწილიდან.
 
ტესტი შედგება 45 არჩევითპასუხიანი (დახურული) დავალებისგან (თითოეული ნაწილი 15 დავალებისგან).  ყოველ დავალებაზე გაცემული სწორი პასუხი ფასდება 1, ხოლო არასწორი პასუხი - 0 ქულით.  
 
გამოცდის წარმატებით ჩაბარება გულისხმობს ტესტისთვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 50%-ზე მეტის (მინიმუმ 23 ქულა) დაგროვებას. ტესტირების ხანგრძლივობაა 2 საათი და 30 წუთი.
 
გამოცდის ჩატარებასთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია გამოქვეყნდება რეგისტრაციის დასრულების შემდეგ ცენტრის ვებგვერდზე www.naec.ge 

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება