სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„გარკვეული მექანიზმები დადგენილია იმისთვის, რომ სტუდენტებმა არ დაკარგონ მოტივაცია“ - პრემიერი სახელმწიფო უნივერსიტეტებში უფასოდ სწავლის პირობებზე
02-08-2026
-
+


თუ სტუდენტი სემესტრის განმავლობაში ორ საგანს ვერ ჩააბარებს, მესამე სემესტრიდან სახელმწიფო დაფინანსება შეუმცირდება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

პრემიერის განმარტებით, აღნიშნული მექანიზმი სტუდენტების მოტივაციის გაზრდას ემსახურება.

„უფასო უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებით ძალიან მკაფიო განცხადება გაკეთდა. პირველად საქართველოში, სახელმწიფო უნივერსიტეტებში უმაღლესი განათლება იქნება უფასო სტუდენტებისთვის. აქ, რა თქმა უნდა, გარკვეული მექანიზმებია დადგენილია იმისთვის, რომ სტუდენტებმა არ დაკარგონ მოტივაცია და იმ შემთხვევაში, თუ სემესტრის განმავლობაში ორ საგანს ვერ აბარებს სტუდენტი, ეს იმას ნიშნავს, რომ არსებითად საფუძვლიანად არ არის ჩართული სასწავლო პროცესში. ამ შემთხვევაში უკვე მესამე სემესტრიდან გათვალისწინებულია დაფინანსების შემცირება, რასაც ერთადერთი მიზანი აქვს - სტუდენტებისთვის მოტივაციის გაზრდა. რა თქმა უნდა, დაფინანსება სახელმწიფო უნივერსიტეტებში დაპირებისამებრ არის თავიდან ბოლომდე უფასო. ამასთან ერთად ჩვენ გავითვალისწინეთ მოტივაციის შენარჩუნების ინსტრუმენტები სტუდენტებისთვის“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

იხილეთ ასევე: რა ქულა უნდა მიიღოს სტუდენტმა თითოეულ საგანში, 100%-იანი დაფინანსების შესანარჩუნებლად - მინისტრი დამატებით განმარტებას აკეთებს


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ფიზიკისა და ინგლისური, გერმანული, რუსული, ფრანგული ენების გამოცდების შედეგები გამოქვეყნდა - მინიმალური ბარიერი და შეფასების სქემები ცნობილია

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

აქტივობამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა მსოფლმხედველობის გაფართოებას

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება