სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„მიხეილ ბატიაშვილი პიროვნულად და პროფესიონალურად მხოლოდ დადებითად შემიძლია შევაფასო“ - მარიამ ჯაში
10-07-2018
-
+


„მიხეილ ბატიაშვილს ვიცნობ, როგორც ძალიან საინტერესო პროფესიონალს,“ - ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრად მიხეილ ბატიაშვილის კანდიდატურის განხილვის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა:

​„მე დღეს საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით ინფორმაციას ვერ დაგიდასტურებთ. მიხეილ ბატიაშვილს ვიცნობ, როგორც ძალიან საინტერესო პროფესიონალს. ეს არის ადამიანი, რომელიც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების კუთხით ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული უნივერსიტეტის რექტორია. მისი დადებითი შეფასება ინტერესთა კონფლიქტში არ ჩამეთვლება. მე, პირადად, კვლევაზე ზუსტად იმ უნივერსიტეტში ვმუშაობ, რომელსაც ბატონი მიხეილი ხელმძღვანელობს. პიროვნულად და პროფესიონალურად მხოლოდ დადებითად შემიძლია შევაფასო, თუმცა კანდიდატთან დაკავშირებულ განხილვებს ვერ დაგიდასტურებთ“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

არაოფიაციალური ინფორმაციით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრად ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი მიხეილ ბატიაშვილის კანდიდატურა განიხილება.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

აქტივობამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა მსოფლმხედველობის გაფართოებას

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება