სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მოზარდების მკვლელობის საქმეზე 51-ე სკოლის დირექტორსა და მის მოადგილეს კითხავენ
07-07-2018
-
+


ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე 51-ე სკოლის დირექტორსა და მის მოადგილეს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები კითხავენ. 

სხდომის დაწყებამდე კომისიის წევრმა ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ სკოლის წარმომადგენლების მიერ მიწოდებული ინფორმაცია მნიშვნელოვანი იქნება:

„საინტერესო იქნება ალბათ ინფორმაცია, თუ რა უძღოდა წინ ამ ტრაგედიას, ანუ რა იყო კონფლიქტის წინაპირობა, რა ინფორმაცია ჰქონდა დირექციას, რა ზომები იყო მათი მხრიდან გატარებული. ჩვენ ამ ტრაგედიას კომპლექსურ ჭრილში უნდა შევხედოთ, არამხოლოდ იმ ჭრილში, რომ გამოძიების და სასამართლო განხილვის დროს რა ხდებოდა, არამედ თავად ამ ტრაგედიას უნდა შევხედოთ უფრო ფართო ჭრილში და დავინახოთ სისტემური პრობლემა ბავშვებში ძალადობის კუთხით, რა შეიძლება იყოს ბავშვებს შორის მაღალი აგრესიის პრევენცია და ამ კუთხით, რა როლი აქვს აქ სკოლას და იმ გარემოს, რომელიც იქმნება ბავშვისთვის, ალბათ ჩვენთვის, კანონმდებლებისთვის და არა მხოლოდ კომისიისთვის ეს უნდა იყოს საყურადღებო“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის პირველ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

აქტივობამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა მსოფლმხედველობის გაფართოებას

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება