სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„ახლა დაახლოებით ვერეს ხეობის მსგავსი სიტუაცია გვაქვს,“ - რა ხდება ჭუბერში სტიქიის მეორე დღეს
06-07-2018
-
+


ჭუბერში უკვე მეორე დღეა სტიქიას ებრძვიან. მდინარე ნესკრას ადიდებამ და კალაპოტიდან გადმოსვლამ მოსახლეობას სერიოზული ზიანი მიაყენა. მდინარემ სოფლის ხუთი ხიდი წაიღო, დატბორა სახლები და ეზოები. სოფლის მაცხოვრებლები დროებით ნათესავებთან ცხოვრობენ. საბედნიეროდ, სტიქიას მსხვერპლი არ მოჰყოლია. 

გავრცელებული ინფორმაციით, მდინარის ადიდება მთის მასის ჩამოშლამ გამოიწვია. სტიქიის ზონაში მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები. მათი ინფორმაციით, მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება და შექმნილ სიტუაციას აკონტროლებს ყველა შესაბამისი სამსახური. 

Etaloni.ge ჭუბერის საჯარო სკოლის დირექტორს ნატო სუბარს ესაუბრა, რომლის სახლიც სტიქიამ დააზარალა.  

მისი თქმით, ღვარცოფის ძლიერი მასა და მდინარის ადიდება მთაში ზვავის დნობამ გამოიწვია, რომელსაც შემდეგ ძლიერმა წვიმამაც შეუწყო ხელი: 

„სტიქია დაახლოებით 12 საათისთვის დაიწყო. წვიმამ, თოვლის ინტენსიურმა დნობამ და მთის მასის ჩამოშლამ აადიდა მდინარე ნესკრა, რომელიც ისედაც ღვარცოფული მდინარეა ჩვენს ხეობაში. გზად მდინარემ ფაქტობრივად მეორე კალაპოტი გაიკეთა და წამოიღო ნაშალი მასალა, ხეები, ქვები, კლდის ნატეხები. სოფელი, რომ წარმოიდგინოთ, პირობითად ტერასებად გვაქვს დაყოფილი და პირველად ღვარცოფი პირველ ტერასაზე მოვარდა. იქ მდებარე სახლები დაიტბორა, სამი სახლი განსაკუთრებით კატასტროფულ მდგომარეობაშია, ხუთი ხიდი წაღებული, ეზოები დატბორილი, ღობეები მოშლილი. ჩემი სახლის პირველი ნაწილიც წყლით იყო დაფარული, თუმცა ახლა გამოშრა და შიგნით შესვლა შევძელი. 

სტიქია არ შეხებია სკოლას, რომელიც მეორე ტერასაზე მდებარეობს. ასევე, გადარჩა ცენტრალური და სოფლის დასაწყისში მდებარე ხიდები, რომლებიც, შეიძლება ითქვას, ერთადერთი გზაა გარესამყაროსთან კავშირის დასამყარებლად“. 

ნატო სუბარის თქმით, სამაშველო სამსახური სტიქიის ზონაში დროულად გამოცხადდა: 

„ახლა დაახლოებით ვერეს ხეობის მსგავსი სიტუაცია გვაქვს. ასეთ დროს ერთადერთი გამოსავალი მოსახლეობის უსაფრთხო ადგილზე გაყვანაა და ეს უკვე მოხერხდა. ნესკრა 2009 წელსაც ადიდდა, მაგრამ მაშინ სტიქიას ამხელა ზარალი არ მოჰყოლია. გუშინდელი ღვარცოფი წინას ორჯერ მაინც აღემატებოდა,“ - აღნიშნა სკოლის დირექტორმა. 

ამჟამად, სოფელში გზების გაწმენდითი და მდინარე ნენსკრას კალაპოტის გამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობს. 

იხილეთ ვიდეოები 

*ვიდეოები გადაღებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

აქტივობამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა მსოფლმხედველობის გაფართოებას

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება