სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მოსწავლეების აგრესიის ერთ-ერთ მიზეზად ოჯახში არსებული სიტუაცია სახელდება
02-07-2018
-
+


განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა დღეს დეპუტატებს და დარგის ექსპერტებს ბულინგის კუთხით სკოლებში არსებული პრობლემები გააცნო. 

მისი თქმით, მოსწავლეების აგრესიის ერთ-ერთ მიზეზად ოჯახში არსებული სიტუაცია სახელდება:

„მოსწავლეების გამოკითხვით მივიღეთ ინფორმაცია, რომ მათ აგრესიის გამომწვევ ერთერთ მიზეზად ოჯახი მიაჩნიათ. შესაბამისად, პრობლემად მოზარდები ასახელებენ მშობლების მოუცლელობასა და გულგრილ დამოკიდებულებას, ოჯახურ კონფლიქტებს, ძალადობას ოჯახში, რომელსაც ბავშვი ვერავის გაუზიარებს, მშობლის ამბიციებს, რომ მისმა შვილმა ყველაფერი მოასწროს. ქალაქში მცხოვრები მოსწავლეები ძირითადად ამბობენ, რომ მშობლების ინტერესია თუ რა ქულა მიიღო, იმეცადინა თუ არა ბავშვმა, თბილად აცვია თუ არა და ჭამა თუ არა. ხოლო სოფელში მცხოვრები მოსწავლეების მშობლების ინტერესის სფეროს წარმოადგენს, რა ქულა მიიღო ბავშვმა, შეასრულა თუ არა ის საოჯახო დავალება, რომელიც მშობელმა მისცა, პატარებს მოუარა თუ არა და თბილად აცვია თუ არა. რაც შეეხება იმას, თუ რა აწუხებს ბავშვებს, როგორც სკოლის მოსწავლეები ამბობენ, ხშირად არავის აინტერესებს," - აღნიშნა ლია გიგაურმა. 

მოსწავლეების გამოკითხვის შედეგად ასევე გამოვლინდა, რომ სკოლაში ერთ-ერთი ძირითადი პრობლემა არის მასწავლებლების გულგრილობა მაგალითად დაცინვაზე, კლასის დაჯგუფებებად დაყოფაზე და ა.შ

„როგორც მოსწავლეები ამბობენ, მასწავლებლების მხრიდან მეტი აქცენტი კეთდება მის საგანში მაღალ აკადემიურ მოსწრებაზე, ვიდრე ცხოვრებისეულ პრობლემებზე საუბარზე. მოზარდების თქმით, არავინ ასწავლის მათ ბულინგის ამოცნობას, კონფლიქტების მართვას და ა.შ. მოზარდები ამბობენ, რომ კონფლიქტის მართვა წყდება ძირითადად ერთი ფრაზით - შერიგდით“, - დასძინა ლია გიგაურმა. 

მინისტრის მოადგილის თქმით, მოსწავლეები მანდატურების მიმართ პრეტენზიებს გამოთქვამენ: 

„კარგ და ცუდ მოსწავლეებად დაყოფა კვლავ არსებობს სკოლაში. იყო პრეტენზია მანდატურებთან დაკავშირებით, რომ ოქმის დაწერაზე არიან ორირენტირებული და სწორედ ამიტომ ცდილობს მოსწავლე პრობლემის დაფარვას, ანუ არ უზიარებენ პრობლემას, ვინაიდან მის წინააღმდეგ ოქმი არ შედგეს. იყო ასეთი საკითხი, მოსწავლეებმა დაასახელეს, რომ ხშირ შემთხვევაში მასწავლებლებმა თავად არ იციან რა არის ძალადობა და ბულინგი“, - განაცხადა გიგაურმა.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

აქტივობამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა მსოფლმხედველობის გაფართოებას

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება