სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

აბიტურიენტები საგამოცდო ცენტრში არსებულ პირობებს აფასებენ და ქართულის გამოცდის საკითხებს იხსენებენ
02-07-2018
-
+


საგამოცდო ცენტრებიდან აბიტურიენტების ნაწილი უკვე გამოვიდა. ისინი Etaloni.ge-სთან საუბრისას ქართული ენისა ლიტერატურის გამოცდას აფასებენ და საგამოცდო ცენტრებში არსებულ პირობებზე ამახვილებენ ყურადღებას. 

თბილისის N173 სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრიდან გამოსული აბიტურიენტების კომენტარები:

„საგამოცდო პროცესი ნორმალური იყო. დამკვირვებლების მხრიდან შენიშვნები არ ყოფილა. მაინც ცხელოდა, ერთმა კონდიოციონერმა მაინცდამაინც ვერ უშველა. რაც შეეხება საკითხებს, არგუმენტირებული ესე იყო ტოლერანტობაზე, ასევე „ვეფხისტყაოსანი“ იყო წაკითხულის გააზრებიდან, მხოლოდ ესენი მახსოვს.“

„ტექსტის რედაქტირება იყო კახეთზე, უფრო ზუსტად თელავზე, ტექსტში 1600 წლებში მომხდარ მოვლენებზე იყო საუბარი, არ ეწერა რამდენი შეცდომა უნდა გვეპოვა, მე 18 ვიპოვე. ესე მოვიდა ტოლერანტობის შესახებ,“ - აღნიშნავს აბიტურიენტი ომარ ლომსაძე.

„ტექსტის რედაქტირება იყო შაჰ-აბასი რომ შემოესია კახეთს ამ საკითხთან დაკავშირებით, თუ სწორად მახსოვს იყო თელავზე. „ვეფხისტყაოსნიდან“ იყო თათბირი ნესტან-დარეჯანის გათხოვების შესახებ. კითხვები საკმაოდ მარტივი იყო. ესეს რაც შეეხება, ტოლერანტობაზე იყო, თუ არ ვცდები, ასეთი სათაურით - „ტოლერანტობა არ ნიშნავს უპრინციპობას, ტოლერანტობა არის თუ არა ურთიერთდათმობა, ეთანხმებით თუ არა ამ მოსაზრებას“. საკმაოდ რთული იყო ესე.“

„ორი ტექსტიდან, ნაცნობი იყო „ვეფხისტყაოსანი“ და მეორე ასარჩევი კი რომის იმპერატორ ნერონს შეეხებოდა, მოცემული იყო ნერონის გაქცევის მომენტი.“

„ადვილი იყო ყველაფერი, დასაწერი თემა იყო ვეფხისტყაოსანი, ნესტან-დარეჯანს რომ ათხოვებენ ის ეპიზოდი, თავისუფალი თემა იყო ჯემალ ქარჩხაძის ნაწარმოებიდან“.

თბილისის N175 სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრიდან გამოსული აბიტურიენტების შეფასებები:

„გამოცდის დასაწერად საათ-ნახევარი დამჭირდა. საკითხები ძალიან გამიადვილდა, მოცემული იყო ისტორიული თემა. ესე დავწერე კახეთზე, შაჰ-აბასის შემოსევაზე. გაგრილება იყო, ყველაფერმა ნორმალურად ჩაიარა,  საერთო ჯამში, კმაყოფილი ვარ,“ - აღნიშნავს ჯაბა ხახიაშვილი. 

„სიგრილე არის და გარემოც კარგია, საკითხები ოდნავ რთული იყო. ვეფხისტყაოსნიდან მერთულა ძირითადად ტექსტის ანალიზი, თემა იყო ტოლეანტობაზე, მათი კალამი გამოვიყენე და კარგად წერდა“, - ამბობს ნიკა მარგებაძე.

აბიტურიენტები დღეს პირველ გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ. პირველ სესიაზე აპლიკანტებმა ტესტის I ვარიანტი წერეს. ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა 5 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.

შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია 39 ათასამდე აბიტურიენტს აქვს გავლილი. ქვეყნის მასშტაბით სულ 22 საგამოცდო ცენტრია გახსნილი.

ძლიერი სიცხეების გამო გამოცდების განგრიგში რამდენიმე დღის წინ ცვლილებები შევიდა. ცვლილების მიხედვით, ყველა აბიტურიენტი 5 ივლისის ჩათვლით, გამოცდებს მხოლოდ დილის საათებში აბარებს.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

განაცხადების მიღება დაიწყო - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს

ვის აქვს მასწავლებლის მომზადების 60 კრედიატიან პროგრამაზე ჩარიცხვის უფლება - ცვლილებები უმაღლესი განათლების შესახებ კანონში შევიდა

„კარიერული წინსვლა აღარ იქნება დაკავშირებული რაიმე ტიპის გამოცდასთან“...

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

მოსწავლეებმა წარმოადგინეს სალათი, დესერტი და კოქტეილი

ექსკურსიის მიზანი იყო მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება ქართული ლიტერატურისა და კულტურული მემკვიდრეობის მიმართ

დიდი სამსარის საჯარო სკოლაში მეოთხეკლასელთა ნამუშევრების გამოფენა გაიმართა

 

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება