TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მასწავლებლის - მარი თაბაგარის შემოქმედებით საღამოს მწერალთა სახლმა უმასპინძლა
06-05-2025
-
+


მწერალთა სახლში, პროექტ „ახალი სახელების“ ფარგლებში, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, პოეტისა და მთარგმნელის - მარი თაბაგარის შემოქმედებითი საღამო გაიმართა.

საღამოს მოდერატორი, ცნობილი მწერალი ბაჩო კვირტია, თბილი და საინტერესო საუბრით კიდევ უფრო მეტ ხიბლს მატებდა შეხვედრას. მან დამსწრე საზოგადოებას გააცნო მარი თაბაგარის შემოქმედების ძირითადი ასპექტები, წაიკითხა მისი რამდენიმე ლექსი, რამაც დამსწრე საზოგადოებაზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა.

ლექსების კითხვის შემდეგ გაიმართა საინტერესო და გულწრფელი დიალოგი ავტორსა და აუდიტორიას შორის. მარი თაბაგარმა გულახდილად ისაუბრა შემოქმედებით გზაზე, იმ შთაგონებაზე, რომლებიც მის ლექსებს აცოცხლებს და უპასუხა სტუმრების შეკითხვებს.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია, სკოლის მასწავლებლებისა და მოსწავლეების მხარდაჭერა. მარი თაბაგარის მოსწავლეებმა პუბლიკის წინაშე და წაიკითხეს საყვარელი პედაგოგის ლექსები. ეს იყო არა მხოლოდ მისი შემოქმედების აღიარება, არამედ მათი ერთიანობისა და მხარდაჭერის გამოხატულებაც.

„მწერალთა სახლისა და „ლიტერატურული გაზეთის“ ეს მნიშვნელოვანი პროექტი, ხელს უწყობს შემოქმედთა პოპულარიზაციას. ვულოცავთ მარი თაბაგარს ამ წარმატებულ საღამოს და ვუსურვებთ მას კიდევ ბევრ ახალ შემოქმედებით მწვერვალს! მისი პოეზია კიდევ ბევრ მკითხველს გაახარებს და შთააგონებს“,- აღნიშნავენ სკოლაში და მასწავლებელს როგორც პროფესიულ ისე შემოქმედებით წარმატებას უსურვებენ. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება