| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ფოთის ბიუჯეტში გაწერილია ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ხელშეწყობის პროგრამა. დოკუმენტის თანახმად, მუნიციპალიტეტი ვალდებულია გამოყოს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის საჭირო ფინანსები.
დღეის მდგომარეობით, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს 15 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება, სადაც სააღმზრდელო პროცესს გადის 1353 ბავშვი. ბაგა-ბაღებში, ჯამში, დასაქმებულია 162 აღმზრდელი, ადმინისტრაციული და ტექნიკური პერსონალი.
სკოლამდელი დაწესებულებების ფუნქციონირების პროგრამის მიზანია: ბაგა-ბაღებში სრულფასოვანი სააღმზრდელო გარემოს შექმნა, სანიტარული და ჰიგიენური ნორმების დაცვა, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება; კვების ორგანიზებისა და რაციონის ნორმების დაცვა, ძირითადი აქტივების მიმდინარე შეკეთება და მოვლა-შენახვა, დასაქმებული პერსონალის შრომითი პირობების გაუმჯობესება.
„ა(ა)იპ თვითმმართველ ქალაქ ფოთის სკოლამდელ სააღმზრდელო გაერთიანებაში" ბავშვთა კვებისათვის დადგენილია ერთ ბავშვზე 4.3 ლარი დღეში, რომელიც განისაზღვრება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „თვითმმართველი ქალაქ ფოთის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების“ დირექტორის მიერ დამტკიცებული მენიუთი (ბავშვთა კვების რაციონიდან და ღირებულებიდან გამომდინარე, დამტკიცებულ მენიუში დასაშვებია ერთ ბავშვზე გათვლილი კვების ღირებულების ცდომილება თეთრებით)“, - აღნიშნულია დადგენილებაში.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა