სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„რა ვიცით ქიმიის, ბიოლოგიისა და ფიზიკის შესახებ“ - ნოქალაქევის საჯარო სკოლაში მასშტაბური ღონისძიება ჩატარდა
17-02-2025
-
+


სენაკის მუნიციპალიტეტის, ნოქალაქევის საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საბუნებისმეტყველო საგნების პოპულარიზაციას და მოსწავლეებიც, სწორედ პროფესიონალი პედაგოგების დამსახურებით, დიდი მონდომებით ერთვებიან თემატურ პროექტებში.

ახლახან, ნოქალაქევის საჯარო სკოლაში, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მასწავლებლების - ნაირა ბერულავასა  და ნონა წურწუმიას ორგანიზებით,  VIII, IX და X კლასებში  ჩატარდა ღონისძიება  „რა ვიცით ქიმიის, ბიოლოგიისა და ფიზიკის შესახებ“?

როგორც სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მოსწავლეებმა ისაუბრეს ბუნების უდიდეს შესაძლებლობებზე, ჩვენი ცხოვრების ყოველდღიურობასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს შორის კავშირზე. 

ღონისძიება მოიცავდა შემდეგ აქტივობებს:

მოსწავლეებმა პრეზენტაციის სახით წარმოადგინეს უდიდესი აღმოჩენები ქიმია-ბიოლოგიასა და ფიზიკაში, დაასაბუთეს მათი მნიშვნელობა ფაქტებით;

ბუნებაში არსებობს კითხვა 1001 რატომ? ცხოვრებისეული საკითხებიდან და ამ მეცნიერებებთან დაკავშირებით, ჯგუფებს და დამსწრე საზოგადოებას დაუსვეს სახალისო კითხვები;

მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას გააცნეს ილუსტრაციები ქიმიურ ელემენტებზე ადამიანის სახით და მათი თვისებების შესაბამისად;

წვიმა ერთ-ერთი გავრცელებული ბუნებრივი მოვლენაა, რაც თან სდევს ჩვენს ცხოვრებას. მუსიკის ფონზე პრეზენტაციის სახით წარადგინეს 5 გასაოცარი ფაქტი ამ ბუნებრივი ფენომენის შესახებ;

IX კლასის მოსწავლეებმა წარადგინეს პრეზენტაცია თემაზე -  „ის, რაც არ ვიცით ჩვენს შესახებ!“;

ჩატარდა ვიქტორინა - „ქიმიკოსები, ბიოლოგები, ფიზიკოსები“. თითოეულ ჯგუფს ჰყავდა კაპიტანი, რომელთა შორის გაიმართა შეჯიბრი.

დასასრულს, სკოლის დირექტორმა, ნანა ჯგერენაიამ და ქიმიის მასწავლებელმა, ნაირა ბერულავამ მონაწილე მოსწავლეებს სახალისო და შემეცნებითი ღონისძიებისათვის მადლობა გადაუხადეს და სიგელები გადასცეს.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

პედაგოგებს დავალებების სპეციფიკას გააცნობენ - შეხვედრის დეტალები

სპეცპედაგოგების საყურადღებოდ - მასწავლებლის სახლი ინფორმაციას ავრცელებს

ყველა ცვლილება, რომელიც ზოგადი განათლების კანონში შედის 

ბაღები ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში ჩაერთვება

Tik-Tok ლაივში გოგოს გამო დაწყებული ეჭვიანობის შედეგად, არასრულწლოვანი ბიჭი თანატოლს ფიზიკურად გაუსწორდა

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

ღონისძიება მიზნად ისახავდა მოსწავლეთა, სტუდენტთა და ახალგაზრდა მკვლევართა აქტიური აკადემიური ჩართულობის ხელშეწყობას

„ვულოცავთ გამარჯვებულებს დამსახურებულ წარმატებას“

მაღალი აკადემიური მოსწრების, პასუხისმგებლობისა და აქტიური სასკოლო ცხოვრებისათვის მოსწავლეებს სკოლის დირექტორმა, მაკარ ისაკიძემ სიგელები გადასცა

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება