TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„საქართველოს დაცული ტერიტორიების ფართობი“ - სამთაწყაროს სკოლის VIII კლასის მოსწავლეებმა სამი საგნის ინტეგრირებით საინტერესო პროექტი განახორციელეს 
04-02-2025
-
+


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. 

ახლახან, VIII კლასის მოსწავლეებმა განახორციელეს ინტეგრირებული სასწავლო პროექტი სახელწოდებით - „საქართველოს დაცული ტერიტორიების ფართობი“.

პროექტი სამი საგნის ინტეგრირებით განხორციელდა და მათემატიკას, გეოგრაფიასა და კომპიუტერულ ტექნოლოგიებს აერთიანებდა.

პროექტის ხელმძღვანელი მათემატიკის მასწავლებელი ნინო მატიაშვილი გახლავთ, ​ინტეგრირებული საგნების მასწავლებლები კი არიან - გეოგრაფია –ნანა გახოკიძე, კომპიუტერული ტექნოლოგიები – ეკატერინე ჩიტაური.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პროექტის მთავარი მიზანი იყო მოსწავლეების მათემატიკური, ანალიტიკური და ტექნოლოგიური უნარების განვითარება რეალური მონაცემების ანალიზისა და კვლევის საფუძველზე.

მოსწავლეებმა საქართველოს დაცული ტერიტორიების ფართობები შეისწავლეს, შეადარეს მონაცემები, ჩაატარეს მათემატიკური გამოთვლები და საბოლოოდ შექმნეს ვიზუალური მასალა (ცხრილები, დიაგრამები, პრეზენტაციები).

მოსწავლეებმა გაიღრმავეს ცოდნა საქართველოს დაცული ტერიტორიების შესახებ, შეისწავლეს მათი ფართობი და გეოგრაფიული განაწილება, განავითარეს ანალიტიკური უნარები – მონაცემთა შედარება, გამოთვლები, დასკვნების გაკეთება, გაიუმჯობესეს ტექნოლოგიური უნარები – მონაცემების ცხრილებად და დიაგრამებად ფორმატირება, პრეზენტაციის მომზადება. გაიღრმავეს გუნდური მუშაობისა და პრეზენტაციის უნარები.

მოსწავლეებმა საბოლოო შედეგები პრეზენტაციის სახით წარმოადგინეს, სადაც დეტალურად ისაუბრეს პროექტის მსვლელობასა და შედეგებზე. ღონისძიებას ესწრებოდა სკოლის დირექტორი ეკატერინე ჩიტაური, რომელმაც დადებითად შეაფასა პროექტი, აღნიშნა მისი პრაქტიკული ღირებულება და მოსწავლეებსა და მასწავლებლებს მადლობის სიგელები გადასცა.

„ეს პროექტი შესანიშნავი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ინტეგრირებული სწავლება მოსწავლეებისთვის საინტერესო და სასარგებლო გახდეს. თქვენ არა მხოლოდ თეორიული ცოდნა შეიძინეთ, არამედ ის პრაქტიკაში გამოიყენეთ. გისურვებთ წარმატებებს და კიდევ ბევრ საინტერესო პროექტს!“ – აღნიშნა ქალბატონმა ეკატერინე ჩიტაურმა.

სკოლაში მადლობას უხდიან პედაგოგებს და მოსწავლეებს აქტიური მონაწილეობისათვის და მათ კიდევ ბევრ შემოქმედებით და საინტერესო სასწავლო პროექტს უსურვებენ.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება