| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებაზე ორიენტირებული სასწავლო გარემოა ჩამოყალიბებული.
ტრადიციულად, მე-5, მე-6 კლასის მოსწავლეებისა და ქართული დიასპორის, დისტანციური სკოლის მოსწავლეების (მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ქართველი ბავშვები) მონაწილეობით, დისტანციური გაკვეთილი ჩატარდა. მისი მიზანი საახალწლო ტრადიციების გაცნობა გახლდათ.
გაკვეთილი ინტერაქტიული ხასიათის იყო. მოსწავლეებმა თანატოლების მიმართ სიყვარული და მონატრება გამოხატეს, ერთმანეთს გაუზიარეს საახალწლო ემოციები და იმ ქვეყნის წეს-ჩვეულებებზე ისაუბრეს, რომელ ქვეყანაშიც ცხოვრობენ. გარდა ამისა, მოსწავლეებმა ხალისითა და ინტერესით შეასრულეს ელექტრონული სავარჯიშოები, ერთმანეთისთვის ხელნაკეთი ნივთები - საახალწლო აქსესუარები დაამზადეს, დახატეს, იმღერეს, ლექსები წაიკითხეს და დამდეგი შობა-ახალი წელი ერთმანეთს ასე მხიარულად მიულოცეს.
გაკვეთილს ფილოლოგი, ქართული დიასპორისთვის დისტანციური სწავლების მასწავლებელი - ირმა კრაველიძე უძღვებოდა.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სკოლის ექიმების კვალიფიკაციის ამაღლების ახალი პროგრამა მზადდება - დეტალები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
მოსწავლეები არაერთ აქტივობაში ჩაერთნენ
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ