სიახლეები
სკოლები

„სტიქიის რითმები და ბუნების ხმაური პოეზიაში“ - სამთაწყაროს საჯარო სკოლის VIII კლასში საინტერესო ინტეგრირებული პროექტი ჩატარდა  
23-12-2024
-
+


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნებისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით, საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ.

ამჯერად, სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელმა - ნანა გახოკიძემ თავის სადამრიგებლო VIII კლასში განახორციელა ორიგინალური და შთამბეჭდავი ინტეგრირებული პროექტი „სტიქიის რითმები და ბუნების ხმაური პოეზიაში“.

პროექტი, როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ეფექტურად აერთიანებდა გეოგრაფიას, ქართულ ენასა და პოეზიას.

„პროექტის მიზანი იყო ბუნების ძალის მეშვეობით ადამიანის შემოქმედებითი უნარის განვითარების წარმოჩენა და ბუნებასთან სიმბიოზის მიღწევა, რაც მოსწავლეებს საშუალებას მისცემს უკეთ გაიგონ ბუნების კავშირი ადამიანის ცხოვრებასა და შემოქმედებითობასთა“, - აღნიშნავენ სკოლაში.

ღონისძიება, როგორც ამბობენ, გამორჩეული იყო თავისი თბილი და შთამაგონებელი გარემოთი.

მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა წარმოსახვით გააერთიანეს პოეზია და მუსიკა, რაც ხსნიდა ბუნების სტიქიებისა და ხმაურის მძლავრ ძალას.

„მათ დამსწრე საზოგადოებას შესთავაზეს სამოვარის ჩაის სურნელითა და ტკბილეულის მაცდური გემოებით გაჯერებული ატმოსფერო, რაც თბილ და მეგობრულ გარემოს ქმნიდა. ისინი მოწვეულნი იყვნენ არა მხოლოდ პოეზიის საღამოსთვის, არამედ გასაოცარი და უნიკალური ბუნების ჰანგებით გაჯერებულ გარემოში“, - ამბობენ სკოლაში.

ღონისძიებას დაესწრნენ სკოლის დირექტორი ეკატერინე ჩიტაური, დირექტორის მოადგილე ელენე გრიგორიადისი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი თამილა ნადირაშვილი, დაწყებითი კლასების მასწავლებლები: განგა ჭუჭხაშვილი და რიტა ოთარაშვილი, ასევე ბუნებისმეტყველების მასწავლებელი ქეთევან ხუციშვილი.

ღონისძიების დასასრულს, სკოლის დირექტორმა - ეკატერინე ჩიტაურმა მადლობა გადაუხადა მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შთამბეჭდავი გარემოს შექმნისთვის და როგორც თავად სკოლაში აღნიშნავენ, ასევე იმისთვის, რომ შესანიშნავად წარმოაჩინეს პოეზიისა და ბუნების მუსიკალური ჰარმონია.

განსაკუთრებულად აღნიშნა ორი საგნის - გეოგრაფიისა და ქართული ენის - ინტეგრაციის განსაკუთრებული მნიშვნელობა, რაც ამ პროექტს მეტად საინტერესოსა და შემოქმედებითს ხდიდა.

პროექტის მონაწილეებმა და მასწავლებლებმა მიიღეს მადლობის სიგელები აქტიური მონაწილეობისთვის და პროექტში წვლილის შეტანისთვის.

„დირექტორის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ ღონისძიება მართლაც შთამბეჭდავი იყო და მასში გამოვლენილი რითმები და ჰანგები ყველა დამსწრის გულს დასახლებოდა“, - გვიყვებიან სკოლაში.

ქართული ენის მასწავლებელმა - თამილა ნადირაშვილმა, როგორც სკოლაში აღნიშნავენ, თავისი მაღალპროფესიული შეფასებით, მოსწავლეთა შემოქმედებას ხაზი გაუსვა და აღიარა.

მან, პროექტის დასასრულს, პოეზიის ჰარმონიული რიტმიდან შთაგონებული ლექსი წარუდგინა დამსწრე საზოგადოებას.

„ქალბატონმა განგამ და ქალბატონმა რიტამ აღნიშნეს, რომ ძალიან წარმატებული იყო ამ ორი საგნის გაერთიანება და რომ ბუნების ძალაა ის რითმები და სიმღერები, რომლებიც დღეს ამ ღონისძიების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდნენ“, - ამბობენ სკოლაში.

ბოლო კი, სკოლის დირექტორმა - ეკატერინე ჩიტაურმა წარმატებები და წინსვლა უსურვა როგორც მოსწავლეებს, ასევე მათ მასწავლებლებს.

„თქვენ შექმენით არაჩვეულებრივი გარემო, რომელიც ასახავს იმ ძალას, რომელსაც პოეზია და ბუნება მოიცავს. ეს ინიციატივა ყოველთვის დარჩება ამ სკოლის ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც არა მხოლოდ საგნებს შორის კავშირს აძლიერებს, არამედ ადამიანური ურთიერთობების მნიშვნელობასაც უსვამს ხაზს“, -  განაცხადა დირექტორმა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

სიახლეები

დასაქმებულთათვის 2026 წლის 5-6 იანვარი განისაზღვროს უქმე დღეებად, - საქართველოს მთავრობის დადგენილება გამოქვეყნდა

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი ისტორიის საგამოცდო პროგრამაში... - ცვლილებები სრულად

ქართულის საგამოცდო პროგრამა გაიზარდა: „ჰაკი აძბა“, „კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი“, „გოგჩა“... კიდევ რისი ჩაბარება მოგიწევთ 2026 წლის ეროვნულებზე

2026 წლის ეროვნული გამოცდების პროგრამები საგნების მიხედვით გამოქვეყნდა

სკოლის ნიშნები უმაღლესში სწავლის გასაგრძელებლად და გამოცდები დაწყებით-საბაზო საფეხურებზე - ცნობილია, რა ცვლილებებს ითვალისწინებს 2026 წლის ბიუჯეტი

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

„მინდა, თუნდაც ისევ 15 წლის შემდეგ ქეთის ვხედავდე, როგორც ძლიერ, შემდგარ, ცნობილ, პროფესიონალ პიროვნებას“

I-V კლასელების კატეგორიაში გამარჯვებულ ლახამულას სკოლიდან კონკურსში 15 მოსწავლე მონაწილეობდა

 

 

საინტერესო

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

გავრცელებული შეხედულებით ცაციაობა დაკავშრებულია არასტანდარტულ აზროვნებასთან - თქვენც ასე ფიქრობთ?

სიახლეები
საზოგადოება