TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N32 საჯარო სკოლის ეკოკლუბი, ტრადიციულად, მასშტაბურ გარემოსდაცვით კონკურსს შეუერთდა
11-12-2024
-
+


ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N32 საჯარო სკოლაში წარმატებით მუშაობს ეკოკლუბი - „ახალი სხივი“, რომლის წევრებიც აქტიურ გარემოსდაცვით საქმიანობას ეწევიან. 

ამჟამად, მოსწავლეები მასშტაბურ გარემოსდაცვით კონკურსში - „ნიკო კეცხოველის პრემია“ მონაწილეობენ, რომლის ფარგლებშიც არაერთ აქტივობას ახორციელებენ.

„ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსი“ არის საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი გარემოსდაცვითი ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეებში ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებასა და მდგრადი განვითარების ხელშეწყობას.

სკოლის ეკოკლუბი „ახალი სხივი“ მოსწავლეთა თვითმმართველობასთან ერთად მეორე წელია აქტიურადაა ჩართული კონკურსში. შარშან, ეკოკლუბმა 970 ნერგი მოაგროვა და ნახევარფინალშიც გადავიდა. წელსაც მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ კონკურსში.

22 ნოემბერს, ეკოკლუბის წევრებმა მოაწყვეს პრეზენტაციები საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებისათვის, რომლებზეც მათ დეტალურად ესაუბრნენ კონკურსის მიზნებისა და ამოცანების, მონაწილეობის პირობების, წინა წლების წარმატებული პროექტებისა და მაგალითების შესახებ.

ეკოკლუბის წევრებმა - დარეჯან გელენიძემ და სალომე ეჯიბიამ შექმნეს საპრეზენტაციო მასალები, რომლებზეც მოკლედ და თვალსაჩინოდ იყო ასახული კონკურსის შესახებ მთავარი ინფორმაცია.

მოსწავლეებთან გაიმართა ღია დისკუსიები, რომლებზეც განიხილეს, თუ რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს კონკურსს გარემოსდაცვითი პრობლემების გადაჭრაზე.

„ამ ინიციატივის მიზანი იყო „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის“ მონაწილე მოსწავლეების მოტივირება და ჩართულობის გაზრდა, რაც არა მხოლოდ ეკოკლუბის, არამედ სკოლის ეკოლოგიურ განვითარებას შეუწყობს ხელს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება