სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ჩემი ოთხფეხა მეგობრები“ - ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა შთამბეჭდავი პროექტი და ცხოველთა დაცვისკენ მიმართული ინიციატივა 
03-12-2024
-
+


ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა პროექტებით სწავლებას, რაც მოსწავლეთა დიდ ინტერესს იწვევს. 

ამჯერად, სკოლის მერვე და მეათე კლასის მოსწავლეებმა განახორციელეს პროექტი - „ჩემი ოთხფეხა მეგობრები“.  პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლება ცხოველთა სარგებლიანობის, მათთან მეგობრობის აუცილებლობის და ცხოველთა უფლებების შესახებ და მას ხელმძღვანელობდა ბიოლოგიის მასწავლებელი მანანა ლემსაძე.

მოსწავლეებმა მოიძიეს მიუსაფარი ცხოველები ახლომახლო ტერიტორიაზე, ზრუნავდნენ მათზე, აძლევდნენ საკვებს. ძაღლებს მოუწყვეს ბუნაგები. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა ქუჩიდან აიყვანეს და გააჩუქეს 19 კნუტი.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მნიშვნელოვანია, რომ პროექტში აქტიურად ჩაერთნენ მშობლებიც, მონაწილე მოსწავლეები მათ აცნობდნენ ინფორმაციას კატების და ლეკვების შესახებ, ჩართული იყვნენ ცხოველების მოვლის და გაჩუქების პროცესში.

აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით თავად პედაგოგი საუბრობს და აღნიშნავს პროექტის განხორციელების მიზანს, სირთულებსა და შედეგებს.

„ცხოველებთან ურთიერთობა და მათზე ზრუნვა ჯანსაღი ცხოვრების პუნქტში ჩავწერეთ. მეც კმაყოფილი და ბედნიერი ვიყავი ჩემს მოსწავლეებთან ერთად. პროექტი ერთი წელი გაგრძელდა, თუმცა არ დამთავრებულა, ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ ცხოველებზე ზრუნვას-აღნიშნავს მასწავლებელი. ბევრ სირთულეს წავაწყდით
პროექტის განხორციელების პროცესში, მაგ, საჭირო გახდა კნუტების ექიმთან წაყვანა, ძვირადღირებული წამლების ყიდვა და მოვლა, რასაც საკლასო სივრცეში ვერ შევძლებდით, ამიტომ მიმყავდა სახლში და გამოჯანმრთელების შემდეგ მოსწავლეები მეხმარებოდნენ გაჩუქებაში. კნუტებისთვის წამლებს, ექიმის ვიზიტს, ვიტამინებს, აცრებს ვაფინანსებდი პირადი ბიუჯეტიდან, რადგან მე თვითონ მიყვარს ცხოველები და
უნდა ვიყო მაგალითის მიმცემი მოსწავლეებისთვის, როცა გაიზრდებიან თვითონაც იგივეს გააკეთებენ მიუსაფარი ცხოველებისთვის, რასაც ვაკეთებ მე. ბევრმა მოსწავლემ შეიყვარა ცხოველები და დაიწყო მათზე ზრუნვა. საკლასო სივრცეში მოვაწყვეთ პატარა კუთხე, სადაც კნუტებს ვუვლიდით, შევიძინე საკვები, ჭურჭელი და სილა მათთვის, თუმცა პროექტის სირთულე ის იყო, რომ სასწაფოდ უნდა გაგვეჩუქებინა ჯანმრთელი კნუტები, ავადმყოფებს კი სახლში წაყვანა და მოვლა, მკურნალობა სჭირდებოდა და ამას მე ვაკეთებდი, ხოლო ლეკვებს გარეთ ვუვლიდით. ცნობიერების ამაღლების მიზნით მოსწავლეებმა დაამზადეს და დაარიგეს ბუკლეტები, სადაც აღწერილი იყო ცხოველებთან ურთიერთობის დადებითი თვისებები და მიმართვა, როგორ და რატომ გავუფრთხილდეთ და ვიზრუნოთ ცხოველებზე.

ძალიან საინტერესო და სახალისო იყო მოსწავლეებისთვის ცხოველებთან ურთიერთობა, ყოველი ახალი კნუტის მოყვანის დროს ისინი გამოხატავდნენ საოცარ ემოციას, სითბოს და სიყვარულს, უბრწყინავდათ თვალები, კმაყოფილები და ბედნიერები იყვნენ, როცა ზრუნავდნენ მათზე, მოჰქონდათ საკვები, უცვლიდნენ წყალს, ასუფთავებდნენ სილას, ეფერებოდნენ. ამ ყველაფერმა ისინი გახადა მზრუნველები, მოსიყვარულეები. პროექტი ამით არ დასრულებულა, ის გრძელვადიანია და გაგრძელდება შემდეგ წლებშიც, შეძენილი უნარები კი მოსწავლეებს გაყვებათ მთელი ცხოვრების მანძილზე“, - აღნიშნავს პედაგოგი. 

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სამოქალაქო, ბიოლოგია, სპორტი, ხელოვნება - მასწავლებელთა გამოცდების შედეგები ცნობილია

პედაგოგებმა გამოცდაზე ამ ქულებზე ნაკლები არ უნდა მიიღონ - მინიმალური ბარიერები, საგნების მიხედვით, ცნობილია

ახალი სახელმძღვანელოები I, V, VII, IX, X კლასებში იქნება - ცნობილია, რომელ სკოლას რამდენი კომპლექტი გადაეცემა

ლიმონათსა და სასმელ წყალში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა

მასწავლებლისა და მოსწავლეების ახალი სახელმძღვანელოები 3-დან 6 ლარამდე ეღირება

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

მეოთხეკლასელებმა მრავალფეროვანი მუსიკალური, ლიტერატურული და შემოქმედებითი ნომრები წარმოადგინეს

სკოლის ადმინისტრაციამ წარჩინებულ ახალგაზრდებს წარმატება მიულოცა

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს ულოცავენ ჯილდოს მიღებას და მათ ნათელ და წარმატებულ მომავალს უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება