სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

უდაბნოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომა ლამაზი ღონისძიებით გააცილეს
03-12-2024
-
+


საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოს საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი მრავალფეროვანი ღონისძიებებითაა გაჯერებული, რომლებშიც მოსწავლეები ხალისით, შემართებითა და დიდი ინტერესით მონაწილეობენ. 

ამჯერად, სკოლაში გაიმართა შემოდგომის გაცილების ღონისძიება, რომელიც გალამაზებული იყო შემოდგომის დეკორაციებითა და შთამბეჭდავი კოსტიუმებით კოსტიუმებით.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ დაწყებითი საფეხურის კლასები, აგრეთვე მეშვიდე კლასმაც წარადგინა ქორეოგრაფიული ნომერი - „კინტაური“, მათივე ინსპირაციით.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას ხელმძღვანელობდა მუსიკის მასწავლებელი ნათია საბაშვილი. დარბაზი დეკორაციებით მორთო ხელოვნების მასწავლებელმა ეკატერინე გუჯეჯიანმა.

მოსწავლეთა დამრიგებლები არიან -  ნინელი ფარჯიანი, სოფო გიბიშვილი, ნათია ფიცხელაური, თამუნა ავალიანი, ნათია საბაშვილი, მაია დადვანი და როზა თავაძე.

კლასებმა წარადგინეს თემატური ლექსები, საბავშვო თეატრალური დადგმები და სიმღერები.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებთან ერთად საცეკვაო ნომერი შეასრულა ნათია საბაშვილმა. ღონისძიება დაგვირგვინდა თათარობით.

„ასე ფერადად და მხიარულად გავაცილეთ შემოდგომა“, - აღნიშნეს სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:



კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

საბავშვო ბაღებში კვებითი შეზღუდვები მოიხსნა - დეტალები

დააკავეს ბებია, რომელმაც არასრულწლოვან შვილიშვილს გათხოვება აიძულა

დეკემბრის გამოცდებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია ცნობილია

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
წელსაც, სკოლამ ტრადიციას არ უღალატა
 
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება