სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N7 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მშობლებთან საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა
03-12-2024
-
+


ქუთაისის N7 საჯარო სკოლაში სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობა წახალისებული და მხარდაჭერილია. 

ახლახან, სკოლის დირექტორმა - ლილე ქარსელაძემ საინფორმაციო შეხვედრები გამართა მშობლებთან. შეხვედრების მიზანი, როგორც სკოლაში გვეუბნებიან, იყო მათი ჩართულობის გაზრდა სასკოლო ცხოვრებაში.

„შეხვედრები საკმაოდ საინტერესოდ და აქტიურად მიმდინარეობს როგორც მშობლებთან, ასევე მოსწავლეებთან“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მოსწავლეებთან შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა სწავლის ხარისხის გაუმჯობესებასა და მათ ჩართულობაზე ამ პროცესში, ასევე სასკოლო თუ საქალაქო ღონისძიებების დაგეგმვაზე, სხვადასხვა კონფერენციასა და ოლიმპიადაში მონაწილეობის აუცილებლობაზე, დისციპლინის საკითხებზე.

მოსწავლეებმა დასვეს კითხვები მათი ინტერესის სფეროდან და მიიღეს ადეკვატური პასუხები. ქალბატონი ლილე მათ დაჰპირდა ჯანსაღი, უსაფრთხო, წარმატებული, მეგობრული და მზრუნველი გარემოს შექმნას, რაც თანამედროვე სკოლაში აუცილებლად იქნება წინსვლის მაჩვენებელი“, - გვიყვებიან სკოლაში.

დირექტორმა დიდი ყურადღებით მოუსმინა დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის მშობლებს. როგორც აღნიშნავს, მისთვის, როგორც დირექტორისთვის, მეტად მნიშვნელოვანია თითოეული მშობლისა და მოსწავლის აზრი.

„ლილე ქარსელაძე სკოლას ხელმძღვანელობს 2024 წლის 7 ნოემბრიდან. მან დაგეგმა სკოლასა და მშობლებს შორის უამრავი აქტივობა და ღონისძიება, რათა ერთად მიაღწიონ ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს“, - გვიყვებიან სკოლაში

დირექტორმა ასევე აღნიშნა, რომ მშობელთა ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში მოსწავლეთა მოტივაციისა და სკოლის წარმატების გარანტია.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სამოქალაქო, ბიოლოგია, სპორტი, ხელოვნება - მასწავლებელთა გამოცდების შედეგები ცნობილია

პედაგოგებმა გამოცდაზე ამ ქულებზე ნაკლები არ უნდა მიიღონ - მინიმალური ბარიერები, საგნების მიხედვით, ცნობილია

ახალი სახელმძღვანელოები I, V, VII, IX, X კლასებში იქნება - ცნობილია, რომელ სკოლას რამდენი კომპლექტი გადაეცემა

ლიმონათსა და სასმელ წყალში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა

მასწავლებლისა და მოსწავლეების ახალი სახელმძღვანელოები 3-დან 6 ლარამდე ეღირება

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

მეოთხეკლასელებმა მრავალფეროვანი მუსიკალური, ლიტერატურული და შემოქმედებითი ნომრები წარმოადგინეს

სკოლის ადმინისტრაციამ წარჩინებულ ახალგაზრდებს წარმატება მიულოცა

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს ულოცავენ ჯილდოს მიღებას და მათ ნათელ და წარმატებულ მომავალს უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება