| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა ჩართულობას სხვადასხვა კონკურსში ახალისებენ, მოსწავლეებიც აქტიურობით გამოირჩევიან არაფორმალური განათლების პროექტებში ხალისით მონაწილეობენ.
„ასოციაცია-ბიოსა“ და გამომცემლობა „ტრიასის“ მიერ ორგანიზებულ კონკურსში, რომელიც დაწყებითი 1-ელი-მე-6 კლასის მოსწავლეთათვის იყო განკუთვნილი, დაბა ლაითურის საჯარო სკოლის 12 მოსწავლეც მონაწილეობდა.
კონკურსის პირობები იყო შემდეგი: ხათუნა გოგალაძის სავარჯიშოების კრებულიდან (1-ელი-მე-6 კლასი) მოსწავლეს უნდა შეერჩია ერთი საინტერესო აქტივობა და ჩაეწერა ვიდეო, რომელიც უნდა აეტვირთა ჯგუფში - „ბუნება - დაწყებითი საფეხური, ხათუნა გოგალაძესთან ერთად“.
ვიდეოში, მოსწავლე ისაუბრებდა, რომელი აქტივობა იყო მისთვის საინტერესო და რატომ. ჩანაწერში უნდა ასახულიყო შესრულებული ნამუშევრები ან შესრულების პროცესი.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, კონკურსი ძალიან მოეწონათ ბავშვებს და ალბათ ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ შვიდი გამარჯვებული კონკურსანტიდან სამი დაბა ლაითურის საჯარო სკოლის მოსწავლეა.
მათ გადაეცათ გამარჯვებულის სერტიფიკატი, დანარჩენებს კი სერტიფიკატი მონაწილეობისთვის. ესენი არიან:
1. ბარბარე გელაშვილი V კლასის მოსწავლე-გამარჯვებული;
2. მაკრინე კუნჭულია VI კლასის მოსწავლე-გამარჯვებული;
3. ანრი სირაძე VI კლასის მოსწავლე-გამარჯვებული;
4. მარიამ ჭყონია V კლასის მოსწავლე-მონაწილე;
5. მარიამ ჩაგანავა V კლასის მოსწავლე-მონაწილე;
6. ანამარია მარგალიტაძე VI კლასის მოსწავლე-მონაწილე;
7. ელენე სირაძე VI კლასის მოსწავლე-მონაწილე;
8. ლილე ჭყონია IV კლასის მოსწავლე-მონაწილე;
9. მარი ვაჭარაძე IV კლასის მოსწავლე-მონაწილე;
10. ელენე ღიბრაძე IV კლასის მოსწავლე-მონაწილე;
11. ანანო სირაძე IV კლასის მოსწავლე-მონაწილე;
12. ლიზი გელაშვილი IV კლასის მოსწავლე -მონაწილე.
სკოლაში მოსწავლეებს წარმატებას ულოცავენ და ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
„ვულოცავთ, წარმატებას ჩვენს მოსწავლეებს და მადლობა მათ პედაგოგს - დალი კილაძეს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ