სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჭიათურის N2 საჯარო სკოლაში, პროფესიულ კოლეჯთან თანამშრომლობით, კულინარიისა და საკონდიტრო საქმის შემსწავლელი წრე მუშაობს
03-12-2024
-
+


ჭიათურის N2 საჯარო სკოლა, საზოგადოებრივ კოლეჯთან თანამშრომლობით, პროფესიული პროგრამას ახორციელებს.

უკვე სამი წელია, რაც ქუთაისის კოლეჯ „იბერიასა“ და ჭიათურის N2 საჯარო სკოლას (დირექტორი  ცირა ბრეგვაძე) გაფორმებული აქვთ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რის საფუძველზეც სკოლაში ფუნქციონირებს კულინარიისა და საკონდიტრო საქმის შემსწავლელი წრე.

წრეს ადგილზე კურირებს ხელოვნების მასწავლებელი ლამზირა რობაქიძე.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ამ წრეში გაერთიანებული არიან მეშვიდე-მეცხრე კლასის მოსწავლეები, რომლებიც პროფესიულ პროგრამას ხალისითა და დიდი ინტერესით გადიან. 

„უნდა აღინიშნოს, რომ ამ საქმით დაინტერესდა არაერთი ბავშვი. სიხარულითა და ყურადღებით ისმენენ და სწავლობენ საკონდიტრო საქმესა და კულინარიას. ამ დაინტერესებაში დიდი წვლილი მიუძღვით თავად წრის ხელმძღვანელებს, კოლეჯ „იბერიის“ წარმომადგენლებს - გაიანე ტუკვაძესა და ეთერ ჭარბაძეს, რომლებიც უშურველად გადასცემენ მოსწავლეებს ცოდნასა და გამოცდილებას“,- გვეუბნებიან სკოლაში და დასძენენ, რომ გასულ კვირაში კოლეჯ „იბერიას“ დაფინანსებით ქუთაისში ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ  წრეში გაერთიანებული ბავშვები.

მოსწავლეებმა დაათვალიერეს კოლეჯი, სტუდენტების საცხოვრებელი, დაესწრნენ მასტერკლასებს. ნანახმა ბავშვებში საერთო მოწონება გამოიწვია. 

„ჭიათურის N2 საჯარო სკოლა გულწრფელ მადლობას უხდის ქუთაისის კოლეჯ „იბერიას“ სამწლიანი გაწეული შრომისა და ბავშვების პროფესიულ განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის“,- აღნიშნავენ სკოლაში და სიხარულით დასძენენ, რომ მომავალი წლიდან ისევ გაგრძელდება ნაყოფიერი ურთიერთობა აღნიშნულ კოლეჯთან.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

საბავშვო ბაღებში კვებითი შეზღუდვები მოიხსნა - დეტალები

დააკავეს ბებია, რომელმაც არასრულწლოვან შვილიშვილს გათხოვება აიძულა

დეკემბრის გამოცდებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია ცნობილია

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
წელსაც, სკოლამ ტრადიციას არ უღალატა
 
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება