სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ილია, როგორც ერის მამა და ილია, როგორც აქტიური მოქალაქე“- დიდი მწერლის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ინტეგრირებული ღონისძიება ორგორის საჯარო სკოლაში
14-11-2024
-
+


ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ორგორის საჯარო სკოლაში ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეს ინტეგრირებული ღონისძიება მიეძღვნა. 

ღონისძიება 8 ნოემბერს ჩატარდა და მისი სახელია - „ილია, როგორც ერის მამა და ილია, როგორც აქტიური მოქალაქე“.

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებმა: ნელი ნათენაძემ და თამარ ქიმაძემ, მოსწავლეებთან ერთად ისაუბრეს ილიას შემოქმედებაზე.

მე-5, მე-6, მე-7, მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებმა ილიას ცხოვრების წლებისა და ნაწარმოებების შესახებ წარადგინეს პრეზენტაციები, წაიკითხეს ლექსები, ამონარიდები პუბლიცისტური წერილებიდან, ბრძნული გამონათქვამები, ასევე შექმნეს კედლის გაზეთები და წარმოადგინეს სცენარი - „ილიას მკვლელობა“. 

სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა, ნინო გაგაძემ, მე-7, მე-8, მე-9 კლასის მოსწავლეებთან ერთად წარადგინა ინტერაქტიული პრეზენტაცია - „ილია, როგორც აქტიური მოქალაქე“ 

პრეზენტაციის ავტორი მე-9 კლასის მოსწავლე ნინი ბადაგაძე გახლდათ. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიებაზე ჩართული იყო მთელი სასკოლო საზოგადოება. 

წარმოდგენაში -„ილიას მკვლელობა“, კი მონაწილეობდნენ:  მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეები: ილია-ლექსო  არგანაშვილი; ოლღა - ხატია არგანაშვილი; მკვლელები: ლუკა ბერიძე და მალხაზი  ჭიკაიძე. 

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:




კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

შერჩეულ პედაგოგებს ხელფასს მასწავლებლის სახლიც გადაუხდის და სკოლაც - განაცხადის ვადები და დეტალები 

თითო მოდული 10-12 მოსწავლესა და ერთ მასწავლებელზე უნდა იყოს გათვლილი - ცნობილია, ვინ ააწყობს სკოლებს

პიროვნება

მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი​ გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სელნურ ბაირამოვი etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები

გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, სტუმრები ერთი კვირის განმავლობაში მონაწილეობენ სასწავლო პროცესში

„გვჯერა, მაღალი აკადემიური თუ აღზრდითი შედეგების მიღწევა მხოლოდ მჭიდრო, პარტნიორული თანამშრომლობითაა შესაძლებელი“

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება