სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თელავის N9 საჯარო სკოლის მოსწავლეები  სამეცნიერო ფესტივალში წარმატებით მონაწილეობდნენ
04-10-2024
-
+


თელავის N9 საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა თანამშრომლობას საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და მოსწავლეების ჩართვას არაერთ საინტერესო ინიციატივაში, სადაც წარმატებულ გამოცდილებას გაიზიარებენ და თავიანთ იდეებსაც ფართო საზოგადოებას გააცნობენ. 

თელავის N9 საჯარო სკოლას  და თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობას რამდენიმე წლიანი ისტორია აქვს. როგორც სკოლაში გვიყვებიან, მეცნიერებითა და ინოვაციებით დაინტერესებული მოსწავლეები ხალისით ერთვებიან სხვადასხა აქტივობებში, იკვლევენ და აკვირდებიან, ატარებენ ექსპერიმენტებს და მსჯელობენ შედეგებზე, და ეს პირველ რიგში  ფიზიკის მენტორი მასწავლებლის, ნინო ჟონჟოლაძის დამსახურებაა.

27 სექტემბერს კი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდების სამინისტროს ორგანიზებით თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო ფესტივალი ჩატარდა. ფესტივალის მიზანი  ახალგაზრდებში მეცნიერების პოპულარიზაციის, კვლევებისა და ინოვაციურ საქმიანობაში მათი ჩართვა იყო. ფესტივალზე სკოლის  მოსწავლეებიც მონაწილეობდნენ ნინო მასწავლებლის მენტორობით. 

მოსწავლეებმა სტუდენტებთან ერთად დამსწრე საზოგადოებას ფიზიკის სახალისო ექსპერიმენტები წარუდგინეს და მოწვეული სტუმრების დიდი მოწონებაც დაიმსახურეს.

„მადლობა თითოეულ მათგანს, მადლობა ნინო მასწავლებელს  სკოლის ინტელექტუალური შესაძლებლობების ასე სრულყოფილად წარმოჩენისათვის“, - სკოლის დირექცია მადლობას უხდის ფესტივალში მონაწილე ყველა მოსწავლეს: გიგა ხუცურაული, ლიზა გოგოჭური, ელენე მამუკელაშვილი, თინანო ხიდაშელი, გელა გაგნიძე, თემურ დიასამიძე, ელენე მესხიშვილი, ერეკლე ამონაშვილი, აკო სუმბაძე, ბესო ბებოშვილს  და ფიზიკის მასწავლებელს, ნინო ჟონჟოლაძეს.

იხილეთ ვიდეო:



კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სისტემაში აღირიცხება დარღვევის თარიღი, კატეგორია, ტიპი და ქვეტიპი, ასევე შემთხვევის კონკრეტული ადგილი და დრო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

 რეკომენდაციები მაქსიმალური შედეგის მისაღწევად და ცხრა შეცდომა, რომელიც ქულას დაგაკლებთ

რომელი საგნის მასწავლებლების შერჩევა დაიწყო - განაცხადები 19 ოქტომბრის ჩათვლით მიიღება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას კორხის საჯარო სკოლის დირექტორი გალია ირიციანი გვიზიარებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება