| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ არბოს საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი წარმატებით და საინტერესოდ მიმდინარეობს. სკოლის მოსწავლე-მასწავლებლები სხვადასხვა შემეცნებით და საგანმანათლებლო პროექტში აქტიურად ერთვებიან.
ამჯერად, ისინი „მეცნიერების ფესტივალი 2024“-ში მონაწილეობდნენ.
„მეცნიერების ფესტივალი 2024“, 26 სექტემბერს, ქალაქ გორში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახლგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით მოეწყო.
ფესტივალის მიზანი იყო:
საქართველოს რეგიონებში, კვლევითი საქმიანობის ინტერნაციონალიზაციის მხარდაჭერა;
ახალგაზრდებში მეცნიერების პოპულარიზაცია, კვლევებსა და ინოვაციურ საქმიანობაში მათი ჩართულობის მოტივირება.
აღნიშნულ ფესტივალს, როგორც გვიყვებიან, ესწრებოდნენ სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლებთან და დირექციის წარმომადგენლებთან ერთად.
ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებაში მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ.
„განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწყობილმა ლოკაციამ, არქეოლოგიურმა სივრცემ. იქ განთავსებული იყო არქეოლოგიური უბანი, ე.წ „კულტურული ფენა“, სადაც დამარხული იყო „ექსპონანტების ნაშთები“, რომლებიც ჩვენმა მოსწავლეებმა აღმოაჩინეს.
აღნიშნულმა ფესტივალმა ნამდვილად შეძლო ჩვენი მოსწავლეების დაინტერესება მეცნიერებით“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ
მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა