სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ამ დღეს მომავლის ნათელი იმედები იბადება“ - ახალი საწავლო წლის დღესასწაულად ქცეული დასაწყისი და ზღვა ემოცია არხილოსკალოს საჯარო სკოლაში
20-09-2024
-
+


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოს საჯარო სკოლაში 2024-2025 სასწავლო წლის დაწყება ნამდვილ დღესასწაულად იქცა.

დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეებს საზეიმო დახვედრა მოუწყვეს. 

„სკოლის ეზო და საკლასო ოთახები სავსე იყო სითბოთი და სიყვარულით, რაც ყოველი კუთხიდან იგრძნობოდა“,- გვიყვებიან სკოლაში. 

სწავლის პირველი დღე განსაკუთრებით ამაღელვებელი იყო პირველკლასელებისთვის, რომელთაც პედაგოგთა დახმარებით, სასკოლო ცხოვრება დიდი სიხრულით დაიწყეს. 

„პირველკლასელები, როგორც პატარა ვარსკვლავები, ანათებდნენ და განსაკუთრებულ ხიბლს მატებდნენ ამ დღეს. მათი სიხარული და აღმაფრენა ახალი ენერგიით ავსებდა სკოლის გარემოს, რაც ყველასთვის შესამჩნევი იყო“,- გვეუბნებიან სკოლაში და დასძენენ, რომ ღონისძიებამ დაუვიწყარი ემოციები და მოგონებები აჩუქა მოსწავლე-მასწავლებლებს. 

„ეს იყო დღე, რომელიც დიდხანს დარჩება ყველას მეხსიერებაში, როგორც განსაკუთრებული და ემოციური მომენტი. მათი თვალები სავსე იყო ცნობისმოყვარეობითა და აღმაფრენით, თითოეული ნაბიჯი – ახალი თავგადასავლის დასაწყისი. ამ დღეს სკოლა ნამდვილ სიცოცხლით სავსე ადგილია, სადაც მომავლის ნათელი იმედები იბადება“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავალს ჰპირდებიან. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:








კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება