TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წლის დაწყება გრანდიოზული ღონისძიებით აღინიშნა 
18-09-2024
-
+


ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში, ახალ სასწავლო წელს მოსწავლეთათვის გრანდიოზული, საზეიმო დახვედრა მოეწყო.

ამ მნიშვნელოვან დღეს, სკოლის ეზოში შთამბეჭდავი, ულამაზესი ღონისძიება გაიმართა, რომელიც უამრავ სახალისო და ამავდროულად ამაღელვებელ აქტივობას მოიცავდა.

„დედოფალივით, საზეიმოდ მოწყობილი შეეგება მოსწავლეებს, მშობლებს, სტუმრებსა და პედაგოგებს  ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლა“, - ასე აფასებენ სკოლაში სწავლის დაწყების პირველ დღეს.

განსაკუთრებით ამაღელვებელი იყო ღონისძიებაზე პირველკლასელთა გამოჩენა. 

„ტრადიციულად სკოლის ბულბულებმა XII კლასის მოსწავლეებმა: ქრისტინე მიკირტიჩიანმა და მარიამ ჯურხაძემ დაგვატკბეს თავიანთი ნამღერით, რომელიც ლამაზ ჰანგებად იღვრებოდა ძირძველი სკოლის ეზოში. ამ დღეს იყო ბევრი ცეკვა, ლექსი“, - გვიყვებიან სკოლაში.

სკოლის დირექტორმა - ფაქიზო ფანჩულიძემ ამაღელვებელი განწყობით და მომავლის დიდი იმედით მიულოცა „ცოდნის ზეიმი“ სკოლაზე უსაზღვროდ მონატრებულ ბავშვებს, პედაგოგებს.

აღსანიშნავია, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის - სერგო კირკიტაძის ჩვეული მილოცვა, რომელიც როგორც აღნიშნავენ, დააგვირგვინა მ.მაჭავარიანის ლექსით - „სხვისი მისაბაძი რა გვჭირს თუ არა კი“.

ამ დღის ემოციები დიდხანს გაჰყვება იქ მყოფ თითოეულ ადამიანს. 

იხილეთ ვიდეო:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება