სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„გემშვიდობებით, ჩვენო ლამაზო, მარად მეხუთეკლასელო ბიჭო“ - ქვილიშორის საჯარო სკოლა მოსწავლის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილს ავრცელებს
16-09-2024
-
+


წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვილიშორის საჯარო სკოლა V კლასის მოსწავლეს - ლუკა ბენიძეს გლოვობს.

სკოლისთვის ლუკას გარდაცვალება ძალიან დიდი ტკივილი და დანაკლისია.

სასკოლო საზოგადოება მოსწავლის ოჯახს უსამძიმრებს და სამძიმრის წერილს აქვეყნებს.

„ქვილიშორის საჯარო სკოლა ემშვიდობება V კლასის მოსწავლეს ლუკა ბენიძეს!

ძალიან გვიჭირს ლუკა გამოსათხოვარი სიტყვების დაწერა. შენი ტრაგედია შეეხო ყველას, ნაცნობსაც და უცნობსაც. შენ ხომ 16 სექტემბერს სკოლაში უნდა მოსულიყავი და თანატოლებთან ერთად სწავლის დაწყება გეზეიმა. ზეიმის ნაცვლად ჩვენ გამოსამშვიდობებლად მოვალთ ყვავილებით, სანთლებით, მოგიტანთ სახელმძღვანელოებს. ჩვენთვის, ქვილიშორის საჯარო სკოლის პედაგოგებისთვის, მოსწავლეებისა და მშობლებისთვის შენ მუდამ თბილი, ღიმილიანი ბიჭი იქნები.

გემშვიდობებით, ჩვენო ლამაზო, მარად მეხუთეკლასელო ბიჭო“, - ნათქვამია სამძიმრის წერილში.

etaloni.ge-ს გუნდის სახელით ვუსამძიმრებთ ლუკას ოჯახს, სკოლას და ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ მისი გარდაცვალების გამო.

იხილეთ ფოტო:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„თბილისობა 2026“-ის ღონისძიებების პროგრამა ლოკაციების მიხედვით ცნობილია

რა მიზნებს უნდა მიაღწიონ მოსწავლეებმა საფეხურების მიხედვით

მესამე შანსი ორჯერ ჩაჭრილი აბიტურიენტებისთვის - NAEC ხელახალ რეგისტრაციას აცხადებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება