სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„სიხარულით იმოგზაურეთ ცოდნის სამყაროში“- ბებნისის საჯარო სკოლაში მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს
16-09-2024
-
+


ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბებნისის საჯარო სკოლაში 2024-2025 სასწავლო წლის დაწყება იზეიმეს. 

მონატრებული მასწავლებლები და მოსწავლეები ერთმანეთს დიდი სიხარულით შეხვდნენ, მათ ერთმანეთს ეს მნიშვნელოვანი დღე მიულოცეს და წარმატებული სასწავლო წელი უსურვეს. 

აღსანიშნავია, რომ სკოლა მრავალფეროვანი დეკორაციითა და ბუშტებით იყო მორთული. მოსწავლეებს მერხებთანაც ბუშტები დახვდათ, რომელთაც თითოეული მათგანის სახელი ეწერათ. ამ ყველაფერმა კი, პატარების განწყობა უფრო აამაღლა. 

სკოლაში საქართველოს დროშა აღიმართა და სახელმწიფო ჰიმნიც გაჟღერდა.

„ჩვენო ძვირფასებო, გილოცავთ ახალი, 2024-2025 სასწავლო წლოს დაწყებას! 

გისურვებთ წარმატებებს და ახალ აღმოჩენებს საინტერესო სასწავლო პროცესში. იყავით ყოველთვის ცნობისმოყვარე და მიზანდასახულნი. გჯეროდეთ თქვენი ძალებისა და სიხარულით იმოგზაურეთ ცოდნის სამყაროში“,- ასე მიულოცეს მოსწავლეებს სკოლაში სასწავლო წლის დაწყება.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მესამე შანსი ორჯერ ჩაჭრილი აბიტურიენტებისთვის - NAEC ხელახალ რეგისტრაციას აცხადებს

წამყვანი და მენტორი მასწავლებელის ახალი პასუხისმგებლობები და კომპეტენციები

ელექტრონულ ჟურნალში მოსწავლეთა მონაცემები 75 წლამდე შეინახება - ვის აქვს მონაცემებზე წვდომა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება