სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი და მოსწავლეები საერთაშორისო სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ
12-09-2024
-
+


ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლის პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებული მასწავლებლები და ნიჭიერი მოსწავლეები სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებებში აქტიურად და წარმატებით არიან ჩართულნი. 

ახლახან, სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი ეკა კიკნაველიძე და მე-11 კლასის მოსწავლეები - თამთა ახალაძე (ინგლისურის მასწავლებელი ნათია აბულაძე, დამრიგებელი ნინო ბენდელიანი) და მარიამ ტყაბლაძე (ინგლისურის მასწავლებელი და დამრიგებელი ნათია აბულაძე)  „ევროპის უნივერსიტეტში“ ჟან მონეს საზაფხულო აკადემიის EnlargEU-ს დასკვნითი ღონისძიებაში მონაწილეობდნენ.

ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნეს: ჟან მონეს მოდულის აკადემიურმა კოორდინატორმა - თათია დოლიძემ, „ერაზმუს +“ საქართველოს ეროვნული ოფისის დირექტორმა - მარიამ სულაშვილმა და „ევროპის უნივერსიტეტის“ სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა - ეკა კაველიძემ.

მთავარ სესიებში ცნობილი საერთაშორისო სპიკერები მონაწილეობდნენ, მათ შორის: CEPS-ის უფროსი მკვლევარი სტივენ ბლოკმანსი და ISG-ის პროფესორი და მკვლევარი ფრანსუა მასკლანისი.

პანელურ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსმა ლევან მახაშვილმა, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ერეკლე ინატბელიძემ და იენის უნივერსიტეტის მკვლევარმა ბიძინა ლებანიძემ.

ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლის მასწავლებელსა და მოსწავლეებს გადაეცათ გადაეცათ საერთაშორისო სერტიფიკატები.

სკოლაში პედაგოგისა და მოსწავლეების წარმატენა ახარებთ. 

„ვულოცავთ მათ და წარმატებებს ვუსურვებთ“,- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

ბაღების სააგენტომ საახალწლოდ ტკბილეულის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პატარებს წინ საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავლებით სავსე სასკოლო ცხოვრება ელოდებათ

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პირველკლასელებს
 
მოსწავლეთა მონაწილეობით ლამაზი ღონისძიება გაიმართა
 

მოსწავლეებმა ბევრი იხალისეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება