| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქედის საჯარო სკოლაში ერთიან ეროვნულ გამოცდებზე კურსდამთავრებულთა მიღწეული წარმატებით ხარობენ.
სკოლის სამივე აბიტურიენტი სტუდენტია. ახალგაზრდები პროფესიებს მათთვის სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში დაეუფლებიან. ამასთან ორს სწავლა 50%-იანი გრანტით დაუფინანსდება. აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტებში წარმატებით ჩაირიცხნენ წინა წლების კურსდამთავრებულებიც.
სკოლის დირექცია და პედაგოგები ახალგაზრდებს სტუდენტობას ულოცავენ და ნათელ მომავალს უსურვებენ.
„ჩვენმა კურსდამთავრებულებმა ყველა გაგვახარეს. სამი აბიტურიენტიდან ორმა (სოფიკო ხუციშვილმა და ბაჩანა ხარხელაურმა) 50%-იანი გრანტი მოიპოვა, ანა წიკლაურმა და შარშანდელმა კურსდამთავრებულმა შალვა შიოლაშვილმაც სტუდენტის სტატუსი მიიღეს, მათთან ერთად სტუდენტობას ვულოცავთ მარიამ ხუცურაულს, ბედნიერი, შინაარსიანი და შთამბეჭდავი სტუდენტური წლები ჩვენს ჭკვიან და ღირსეულ გოგო-ბიჭებს!“,- ვკითხულობთ სკოლის სახელით გავრცელებულ მისალოც წერილში.
აღსანიშნავია, რომ წელს საქართველოს მასშტაბით, 32 000 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა.
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„თბილისობა 2026“-ის ღონისძიებების პროგრამა ლოკაციების მიხედვით ცნობილია
ბიის საჯარო სკოლიდან საპატიო ჯილდოზე წარდგენილი იყო მასწავლებელი მზია გვირგვლიანი
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ