სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სწავლების 5 მეთოდი კლასში წარმატების მისაღწევად
17-11-2024
-
+


სწორი სწავლების მეთოდების გამოყენებით, მასწავლებლებს შეუძლიათ საგაკვეთილო პროცესი საინტერესოდ და პროდუქტიულად წარმართონ, რომელშიც ყველა მოსწავლე ენთუზიაზმით მიიღებს მონაწილეობას. სწავლების მეთოდები არის ტექნიკა, რომელიც მასწავლებელს შეუძლია გამოიყენოს სასწავლო პროცესის გასაადვილებლად და საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გასაზრდელად.

არსებობს სხვადასხვა მეთოდი, რომელიც მასწავლელბებს შეუძლიათ გამოიყენონ სხვადასხვა ინტერესის, შესაძლებლობისა და სწავლის სტილის მქონე მოსწავლეების წახალისებისა და რა თქმა უნდა, აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებისთვის.

მოსმენაზე დაფუძნებული სწავლება

ლექციის ფორმატი ერთი შეხედვით მოსწავლისთვის შესაძლოა მოსაწყენი იყოს, მაგრამ თუ თქვენ გაკვეთილს განსხვავებულად მოამზადებთ და მოსწავლეებს მათთვის უცნობ ინფორმაციებს საინტერესოდ გააცნობთ გაკვეთილი მათთვის ძალიან დასამახსოვრებელი იქნება.

მსგავსი ფორმატით გაკვეთილის ჩატარება მოიცავს შემდეგს: მასწავლებლები ატარებენ გაკვეთილს თემის პრეზენტაციით, ვიზუალის ჩვენებით და მაგალითების მოყვანით.

ამ დროს მოსწავლეებს შეუძლიათ მოუსმინონ, უყურონ, ჩაინიშნონ ჩანაწერები. 

გაკვეთილის დასრულებამდე რამდენიმე წუთი გამოყავით და მოსწავლეებს კითხვების დასმის შესაძლებლობა მიეცით. მათი კითხვებით ზუსტად გაიგებთ გისმენდნენ თუ არა ისინი და რა ნაწილი იყო მათთვის გაუგებარი.

ჯგუფური და თანამშრომლობითი სწავლა

თანამშრომლობითი სწავლა ჯგუფებში მუშაობის პრინციპზეა დაფუძნებული. ჯგუფური მუშაობა მოსწავლეებს ასწავლის ერთმანეთის აზრის მოსმენასა და პატივისცემას. გუნდში ყოფნისას მათ შეუძლიათ განიხილონ თემები და გაეცნონ სხვების შეხედულებებს. ჯგუფის წევრები აცნობიერებენ თავიანთ წილ პასუხისმგებლობას და სხვების მიმართ უფრო მეტ პასუხისმგებლობას გრძნობენ. ბავშვები ასევე სწავლობენ ერთმანეთის დახმარებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. 

ინდივიდუალური სწავლა

მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფური პროექტები საინტერესო და პროდუქტიულია მოსწავლეებისთვის, ასევე მნიშვნელოვანია ინდივიდუალური სწავლის ხელშეწყობა, რათა მათ დამოუკიდებლად იმუშაონ. რვეულში ჩანაწერების გაკეთება შეიძლება იყოს შესანიშნავი გზა, რათა მოსწავლეებს დრო მივცეთ თემებზე დაფიქრებისა და აზრებისა და ანალიზის განსავითარებლად.

ეს განსაკუთრებით სასარგებლოა საკლასო დისკუსიის გამართვამდე, რათა კლასის წევრებს ჰქონდეთ იდეები იმის შესახებ, თუ რა უნდა თქვან.

კვლევაზე დაფუძნებული სწავლება

კვლევაზე დაფუძნებული სწავლება მოსწავლეებს ხელს უწყობს თავად მოიძიონ საინტერესო ინფორმაციები, გაერკვნენ საკითხში, დაასრულონ პროექტები, დასვან კითხვები და თავად იპოვონ პასუხები. კვლევაზე დაფუძნებული სწავლების მიზანია მოსწავლეებმა პრობლემების გადაჭრა და ინფორმაციის აღმოჩენა დამოუკიდებლად შეძლონ. თემის გაცნობის შემდეგ, მათ შეუძლიათ ახსნან და წარმოადგინონ ცნებები საკუთარი სიტყვებით. ამ დროს სასწავლო პროცესში მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ.

თამაშზე დაფუძნებული სწავლება

თუ გსურთ განაახლოთ თქვენი კლასი დაეხმაროთ ბავშვებს უფრო მეტად აღფრთოვანდნენ სწავლით, შესთავაზეთ მათ საგანმანათლებლო თამაშები. ამან შეიძლება შთააგონოს ბავშვები, მიიღონ უფრო მეტი მონაწილეობა სასწავლო პროცესში. თამაშზე დაფუძნებულ სწავლებას დაწყებითი კლასებში ძალიან ეფექტური შედეგი აქვს.



კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ინფორმაცია სტუდენტებისთვის - განაცხადების მიღება 3 აგვისტოდან იწყება 

ფიზიკისა და ინგლისური, გერმანული, რუსული, ფრანგული ენების გამოცდების შედეგები გამოქვეყნდა - მინიმალური ბარიერი და შეფასების სქემები ცნობილია

განათლება 2500 ლარი, სოფ. მეურნეობა, მეთევზეობა 3000 ლარი - საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ღირებულება ცნობილია

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

აქტივობამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა მსოფლმხედველობის გაფართოებას

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება