სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

რიონის საჯარო სკოლის მოსწავლე ანანო მაღლაფერიძემ საზაფხულო ბანაკში საინტერესო და დაუვიწყარი დღეები გაატარა
02-08-2024
-
+


სერგეი მესხის სახელობის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ რიონის საჯარო სკოლის წარმატებული მოსწავლე ანანო მაღლაფერიძე ზაფხულის არდადეგებს ნაყოფიერად ატარებს.

მეათეკლასელი წელს შეურთდა „ჯარის ბანაკს“, რომელსაც თავდაცვის სამინისტრო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად ახორციელებს.

შემეცნებითი, მხიარული თავგადასავალი მოსწავლისთვის შთამბეჭდავი აღმოჩნდა. 

მოსწავლემ შეისწავლა სამხედრო დისციპლინები - ტოპოგრაფია და სამხედრო ნავიგაცია, გაიარა თვითგადარჩენის კურსი, გაეცნო პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის წესებს, მონაწილეობდა საინჟინრო და სამთო მომზადებაში.

„საინტერესო და დაუვიწყარი ზაფხულის დღეები" - ასე იხსენებს ანანო ბანაკში გატარებულ დროს. 

„მრავალფეროვანი აქტივობებით დახუნძლული პროგრამა ნამდვილად წარუშლელი შთაბეჭდილებების საბაბი გახდა ანანოსათვის“,- დასძენენ სკოლაში და მოსწავლის აქტიურობა ახარებთ. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სწავლის გასაგრძელებლად დოკუმენტების წარდგენა უკვე დაიწყო - დეტალური ინფორმაცია ცნობილია

სკოლებისთვის თვითშეფასების წარდგენის ვადები გახანგრძლივდა 

სკოლების 1028 თანამშრომლის დასახმარებლად 4.0 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა

ვალდებულება, რომელიც მასწავლებლებს ფუნქციის შესრულების პარალელურად ეკისრებათ - სქემის დეტალები

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

„მადლობა, თითოეულ პატარა შემოქმედს, რომ ასეთი ფერადი, ცოცხალი და დაუვიწყარი დღე გვაჩუქეს“

პროექტის მთავარი გზავნილი იყო: „პატარა ხელებით, დიდი გულებით - აქედან იწყება სიკეთე“

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება