| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N32 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასკოლო ცხოვრების პირველი წარმატებული ნაბიჯები ღონისძიებით დააგვირგვინეს.
24 მაისს, Iა კლასში საზეიმო განწყობა სუფევდა. ბავშვები პირველი კლასის დასრულებას აღნიშნავდნენ.
მიილია ყველაზე საინტერესო, მხიარული, ფერადი, სიახლეებით აღსავსე ერთი წელი. მორცხვი, ფუსფუსა პირველკლასელები სტუმრების წინაშე წარდგნენ და თავიანთი შემოქმედებითი უნარები აჩვენეს დამსწრე საზოგადოებას, ლამაზად უამბეს სკოლის კედლებში გატარებულ პირველ წელზე, გაიხსენეს გოგებაშვილის მოთხრობები, პერსონაჟები და პედაგოგებს დაჰპირდნენ, რომ იაკობის ყველა დარიგებას გაითვალისწინებენ.
პატარებს პირველი კლასის წარმატებით დასრულება სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა მიულოცეს.
კლასის ხელმძღვანელი თ.მიქაძე მოსწავლეებს მომავალ სასწავლო წლამდე დიდი სიყვარულით დაემშვიდობა.
„წინ ბევრი საინტერესო, სიყვარულითა და სიხარულით სავსე დღე გველოდება“,- აღნიშნავს პედაგოგი და მოსწავლეთა აქტიურობა და შემოქმედებითობა ახარებს.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ
მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა