სიახლეები
სიახლეები

ხარაგაულში ჩატარებული ''ეტალონის'' სამ საუკეთესო მონაწილეს საჩუქრად კომპიუტერები გადაეცემათ
29-11-2016
-
+


სოციალურ - საგანმანათლებლო პროექტი "ეტალონი" გრძელდება. 
ამჯერად, ‘’ხარაგაულის  ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა.      
ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი ხარაგაულის კინო-თეატრში ჩატარდა.   
ხარაგაულის გამორჩეული ახალგაზრდები ერთმანეთს პირველობისათვის დაუპირისპირდნენ.

ღონისძიებას ხარაგაულის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, რესსურსცენტრის წარმომადგენლები, სკოლების დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.

''ეტალონის'' ხარაგაულის ტურში წარმოდგენილი იყო შემდეგი შემოქმედებითი პროგრამა: 1) მრავალი ფესტივალისა და კონკურსის გამარჯვებული, კონკურის ,,იმერეთი ხმა“ გრან პრის მფლობელი - სალომე კვირიკაშვილი 2) ხალხური შემოქმედების სახლთან არსებული საბავშვო ანსამბლი ,,საუნჯე“ - დარიალს რომ მიადგები ლოტბარი: მაია მაღრაძე 3) მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლთან არსებული ფოლკლორული წრის მოსწავლეები - ხალხური სიმღერა ,,იმერული სახუმარო“ ხელმძღვანელი: ვასილ კიკნაძე

კონკურსში მონაწილე ყველა მოსწავლეს სიგელები გადაეცა, ხოლო პირველ სამ ადგილზე გასულ მოსწავლეს, მარტის თვეში, კომპიუტერები გადაეცემათ საჩუქრად.  
დაძაბული ინტელექტუალური დაპირისპირების შედეგად გამოვლინდა გამარჯვებული.

''ეტალონი მოსწავლის'' ტიტულს მარელისის სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე ნინო მაღრაძე დაეუფლა (79 ქულა).     
 
"Etaloni.ge''-ს პირველი შთაბეჭდილებები სწორედ გამარჯვებულმა ნინომ გაუზიარა: 

„საოცარი პროექტია ‘’ეტალონი’’. სიტყვებით ვერ გადმოვცემ ისეთი ბედნიერი ვიყავი. არ ველოდი ასეთ შედეგს და ძალიან გახარებული ვარ. კონკურენცია მაღალი იყო, მაგრამ გამარჯვება არ გამჭირვებია. მომავალში ვეცდები ხარაგაული ღირსეულად წარვადგინო ბათუმში.“

ხარაგაულის გამგებლის მრჩეველმა გენდერულ საკითხებში ინგა ბერაძემ აღნიშნა, რომ  ღონისძიება იყო ძალიან შთამბეჭდავი, დაძაბული და საინტერესო:

“ხარაგაულმა წელს ეტალონს უმასპინძლა მეოთხედ. ეს იყო ძალიან შთამბეჭდავი, დაძაბული და საინტერესო ღონისძიება. მთავარი პლუსი ის არის, რომ ‘’ეტალონი’’ ჩვენთვის აღმოაჩენს ხოლმე ახალ სახეებს. გამარჯვებული გოგონა, მარელისის სკოლის მოსწავლე ნინო მაღრაძე, ის არის ძალიან სპორტული ადამიანი, უყვარს ჯირითი. აღსანიშნავია, რომ ადრეც მარელისის სკოლიდან იყო ფინალისტი. სამაგალითო სკოლაა ნამდვილად. წელს, ხარაგაულში პირველი სამი ადგილის მფლობელი მარტის თვეში მიიღებენ კომპიუტერებს. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ‘’ეტალონის’’ შემოქმედებით ჯგუფს. მიუხედავად პრობლემებისა, რაც პროექტს ჰქონდა, მათ ეს პრობლემები ახალ შესაძლებლობებად აქციეს. ეს არის ძალიან ეფექტური გუნდი. ყოველთვის, როცა ‘’ეტალონის’’ შემოქმედებით ჯგუფს ვუყურებ ვფიქრობ, რომ ისინი არიან თავიანთი საქმის ნამდვილი ვირტუოზები. გისურვებთ კიდევ უფრო მეტ წარმატებას.”

ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი კობა ლურსმანაშვილი აღნიშნავს, რომ ეს იყო ზეიმის, გონიერების და ნიჭიერების დღე:

„ზოგადად, ეტალონი არის უმნიშველოვანესი პროექტი. ბატონი გოჩა არის პატრიოტი ადამიანი. ‘’ეტალონს’’ არაერთი სასიხარულო დღე მოაქვს ახალაგაზრდებისთვის. სიხარულის დღე ჰქონდათ ხარაგაულელებს. ეს იყო ზეიმის, გონიერების და ნიჭიერების დღე. მივესალმები ასეთ დღეებს. ვარ ძალიან ნასიამოვნები. მადლობა მინდა გადავუხადო ადგილობრივ ხელისუფლებას ორგანიზებისთვის  და ‘’ეტალონს’’. რაც მთავარია ძალიან საჭირო პროექტია და უფრო მეტად რომ იყოს მხარდაჭერილი, მივესალმებოდი. აუცილებელი პროექტია, რომელიც სჭირდებათ ახალგაზრდებს. მე ყოველთვის შევუწყობ ხელს ამ პროექტის განხორცილებას.“

საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ვალერი ჭიპაშვილი აღნიშნავს, რომ ''ეტალონი’’ არის ერთ-ერთი უმნიშვენელოვანესი პროექტი, რომელიც მომავალ თაობაში ზრდის მოტივაციას მიიღონ განათლება და ეს განათლება გამოიყენონ ქვეყნის საკეთილდღეოდ:

„მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ასეთი ეროვნული პროექტის ორგანიზატორს ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს, რომელიც წლებია ეწევა მამულიშვილურ საქმეს. უკვე წლებია ვთანაშრომლობთ ‘’ეტალონთან’’, მისი ერთგული მეგობარი და პარტნიორები ვართ. ხარაგაული არის ცოდნის დიდი ტაძარი, სადაც გვყავს ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდები, კვალიფიციური და ღირსეული პედაგოგები და შვილების მაღალი დონის განათლებაზე ორიენტირებული მშობლები. ‘’ეტალონი’’ არის ერთ-ერთი უმნიშვენელოვანესი პროექტი, რომელიც მომავალ თაობაში ზრდის მოტივაციას მიიღონ განათლება და ეს განათლება  გამოიყენონ ქვეყნის საკეთილდღეოდ.  ეტალონი გვმოძღვრავს, რომ სასიკეთოდ გამოვიყენოთ ჩვენი ცოდნა. გუშინ დავინახე, რომ ყველა იყო ბედნიერი, ყველა იყო ამაღელვებელ განწყობაზე. ვადასტურენ ღრმა პატივისცემას ამ პროექტისადმი. ჩვენ აუცილებლად ვითანამშრომლებთ თქვენთან. თქვენ გვასწავლეთ ერთმანეთის წარმატებებით გულიანად გახარება, რომ გამარჯვება ყველას შეუძლია. გამარჯვებისკენ სწრაფვა მხოლოდ გამორჩეულებს შეუძლიათ და უნდა ვიყოთ გამორჩეულები და უნდა ვიყოთ რწმენით. “

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნიკო თოფურიძე აღნიშნავს, რომ მარტის თვეში პირველ სამ ადგილზე გასულ მოსწავლე გადაეცემათ კომპიუტერები:

„მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული იქნება მოსწავლეებისთვის კომპიუტერები. კერძოდ, მარტის თვეში პირველ სამ ადგილზე გასულ მოსწავლეს გადაეცემათ კომპიუტერები. ზოგადად, ძალიან კმაყოფილები ვართ ‘’ეტალონით’’. მე თვითონ დავესწარი და ძალიან კმაყოფილები იყვნენ ხარაგაულელები. ენთუზიაზმით არიან განწყობილები ამ პროექტის მიმართ  ბავშვები, ჩვენც უფროსები და გამგეობის ხელმძღვანლობა.”

კულტურის სამსახურის უფროსი ირინე ჩხეიძე აღნიშნავს, რომ ხარაგაულელი მოსწავლეები ყოველთვის აჩვენებენ მაღალ დონეს:

“ ხარაგაულელი მოსწავლეები ყოველთვის აჩვენებენ მაღალ დონეს. ამას ძალიან მივეჩვიეთ. ‘’ხარაგაულის ეტალონი მოსწავლე’’ გახდა მარელისის სკოლის მოსწავლე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებს საშუალება აქვთ ერთნაირი განათლება მიიღონ, როგორც ქალაქში,  ისე სოფელში. ‘’ეტალონს’’ ძალიან ბევრი მაყურებელი ჰყავდა და ზოგადად, საზოგადოება ძალიან კარგად შეხვდა ამ პროექტს.’’

''ხარაგაულის ეტალონი მოსწავლის" ტიტულის მფლობელი ნინო მაღრაძე გაზაფხულზე, ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას. მანამდე ინტელექტ-შეჯიბრი გრძელდება.  

"ეტალონი" 2016-2017 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს "ეტალონ მოსწავლეებს".          

პროექტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს. 
''ხარაგაულის ეტალონი მოსწავლის'' გამოსავლენად უპრეცედენტო რაოდენობის გულშემატკივარი შეიკრიბა

''ხარაგაულის ეტალონი მოსწავლის'' ტიტულის მფლობელი მარელისის სკოლის მოსწავლე ნინო მაღრაძე გახდა 

ვინ გახდება ''ხარაგაულის ეტალონი მოსწავლის'' ტიტულის მფლობელი

გთავაზობთ, ხარაგაულის ინტელექტ-ჩემპიონატის ყველაზე მაღალქულიანი მოსწავლეების რეიტინგს

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
პედაგოგი განმარტავდა, რომ მან საკუთარი სიმართლისა და რეპუტაციის დაცვის მიზნით გაამჟღავნა აღნიშნული ინფორმაცია...
ბაღის თანამშრომლების პროფესიული განვითარების ცენტრი შეიქმნება - დეტალები
პროფესიული უნარების გამოცდის საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია
ტესტირებაში მონაწილოება ათასამდე მსურველმა მიიღო
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
საქველმოქმედო აქციას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ინგა კვერნაძე და ზაიარა ტყაბლაძე
ღონისძიების შემდეგ ჩატარდა ფესტივალი - „მეგრული სამზარეულო“, რომელიც  ხალხურ ცეკვით დაგვირგვინდა
სკოლაში მოსწავლეთა მრავალფეროვანი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, რომელმაც მნახველთა დიდი მოწონება დაიმსახურა
მუზეუმში მოსწავლეები სახელმწიფოს ისტორიას გაეცნენ, დაათვალიერეს დაცული ექსპონატები და მიიღეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მოსწავლეები დაესწრნენ ორგანიზაციულ შეხვედრებსა და პრეზენტაციებს
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება