უდაბნოს საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაშის დასკვნითი ტური ჩატარდა
12-06-2024
დაკოპირებულია
-
+
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტელექტუალურ განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლაში სხვადასხვა სახის აქტივობა და კონკურსი იმართება.
ამჯერად, სკოლის V-VI კლასების მოსწავლეებისთვის კლასის ხელმძღვანელების: მაია დადვანის, როზა თავაძის ინიციატივით, ინტელექტუალური თამაშის - „რა? სად? როდის?“დასკვნითი ტური ჩატარდა. მოსწავლეებმა ცოდნა, სხარტი და ანალიტიკური აზროვნება წარმოაჩინეს.
თამაშში გამოვლინდნენ გამარჯვებულები, რომლებთაც საჩუქრად წიგნები გადაეცათ.
ასევე, სიგელებით დაჯილდოვდა კონკურსის ყველა მონაწილე.