სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„დამოუკიდებელი საქართველო 1918 წლიდან დღემდე“ - აშკალისა და არსარვანის საჯარო სკოლების მოსწავლეთა ერთობლივი საინტერესო ღონისძიება 
11-06-2024
-
+


წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ აშკალისა და არსარვანის დამეგობრებულმა საჯარო  სკოლებმა, სასწავლო წლის ბოლოსთვის ერთობლივი ღონისძიება ჩაატარეს.

ღონისძიება სახელწოდებით, „დამოუკიდებელი საქართველო 1918 წლიდან დღემდე“, არსარვანის საჯარო სკოლაში ჩატარდა.

ზეიმის პირველ ნაწილში მოსწავლეებმა პრეზენტაციის სახით წარადგინეს შემდეგი საკითხები: 

  • პირველი ქართული დემოკრატიული რესპუბლიკა და მისი მნიშვნელობა; 
  • დემოკრატიული რესპუბლიკის როლი ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარებისათვის; 
  • პირველი დემოკრატიული არჩვენები და მსოფლიო; 
  • ქალთა უფლებები და არჩევნებში მონაწილეობის უფლება (თანამედროვეობა და წარსული);
  • დამოუკიდებელი სახელმწიფოები და ეთნიკური უმცირესობების როლი მათ განვითარებაში;
  • დემოკრატიის სამომავლო  პერსპექტივები და გამოწვევები. 
დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა, ღონისძიებაზე ლექსები წაიკითხესმათ, ასევე მინი სპექტაკლი „თხა და გიგო“ გაითამაშეს. ბავშვებმა შეასრულეს არაერთი მუსიკალური ნომერი და ცეკვა, სადაც შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს

ღონისძიების მონაწილე მოსწავლეებს სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.

აშკალის საჯარო სკოლის დირექცია მადლობას უხდის პროექტის ავტორებს - არსარვანის საჯარო სკოლის დირექტორს, კონსტანტინე ხორგუანს, ამავე სკოლის ქართული ენის მასწავლებლებს - ეკატერინე კაკრიაშვილსა და ნათია გიგლემიანს, ასევე მთელ პედკოლექტივს, აშკალის საჯარო სკოლის ქართული ენის მასწავლებლებს - თეა გიგიტაშვილსა და ლუსინე ტერბალიანს.

„იმედი გვაქვს, ჩვენი მეგობრობა სამომავლოდაც გაგრძელდება და არაერთ საინტერესო ღონისძიებასა თუ პროექტს განახორციელებს“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები დაიწყო - ინსტრუქცია და რეკომენდაციები 

მასწავლებლის ახალი პროფესიული სტანდარტი დამტკიცდა - ვალდებულებები, მოთხოვნები, ცვლილებები

შარშან ადმინისტრაციას 10-ის ნაცვლად 20 პროცენტით გაეზარდა ანაზღაურება და მომდევნო წლის ბიუჯეტიც მზარდია

სკოლებს ახალი უფლებამოსილება მიენიჭათ - მინისტრის ბრძანება ძალაშია

12 ახალი კადრის მისაღებად კონკურსი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა გამოაცხადა - ვადები და დეტალები

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„მზად ვართ ახალი მწვერვალების დასაპყრობად და ველით დღეს, როდესაც სკოლის ეზოში პირველი ზარი დაირეკება“...

„განსაკუთრებით საამაყოა, რომ ამ საერთაშორისო შეფასების ნაწილი ქალაქ თბილისის N117 საჯარო სკოლაც იყო“
 
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება