| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალის N3 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლაში, გარემოსდაცვითი აქტივობები იმართება.
მათ შორის იყო დედამიწის დღისადმი მიძღვნილი პროექტი „დედამიწაზე ზრუნვა, ჩვენი სკოლის ეზოდან იწყება“.
პროექტის მიზანი გახლდათ მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლება, დედამიწის ეკოსისტემის დაცვა, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება, ბიოეკონომიკის პრინციპის გათვალისწინება, შემოქმედებითი, თანამშრომლობით უნარების განვითარება.
პროექტში, დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ მასწავლებლებთან ერთად.
პროექტის მიმდინარეობისას განხორციელდა მრავალფეროვანი, საინტერესო და შემოქმედებითი აქტივობები.
მოსწავლეები იმყოფებოდნენ „სართი ფლორას“ სანერგე მეურნეობაში. მათ ასევე, იზრუნეს სკოლის ეზოს დასუფთავება-გალამაზებაზე, დარგეს სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეები, გააკეთეს ნახატების გამოფენა და პოსტერები.
ბავშვებმა ასევე, დაამზადეს ნაჭრის ჩანთები, შეისწავლეს „დედამიწის ჰიმნი“.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეებს გარემოს დაცვასა და მოფრთხილებას დაწყებითი კლასებიდანვე ასწავლიან.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს
ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს
პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლე- ახალგაზრდებში ქართული კინოს პოპულარიზაციას
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ